ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
20-09-2022, 08:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს შეხვდა. მთავრობის მეთაურის ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მსოფლიოში არსებული ვითარება და გამოწვევები მიმოიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ანტონიო გუტიერეშს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აფასებს გაეროს ჩართულობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის ერთგულია, რაც საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციასა და საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად.

 


საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და მის გავლენას მსოფლიოზე. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომმა საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურა და წესებზე დაფუძნებული წესრიგი მთლიანად შეარყია.

 


საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. ხაზი გაესვა ირაკლი ღარიბაშვილის ძალისხმევით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებას, რომლის შედეგადაც აზერბაიჯანმა სომეხი ტყვეები გაათავისუფლა, თავის მხრივ კი, სომხეთმა აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი რუკები გადასცა. პრემიერ–მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, კვლავაც შეასრულოს მედიატორის როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

 

 

გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრას ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” გამოეხმაურა.

 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრაზე მოსაზრებები გაცვალეს საერთო დღის წესრიგთან დაკავშირებით, რაც მოიცავს გლობალურ მშვიდობას, მდგრადი განვითარების მიზნებსა და ურთიერთობების გაძლიერებას გაეროსა და საქართველოს შორის.

 

 

“ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან. მოსაზრებები გავცვალეთ საერთო დღის წესრიგთან დაკავშირებით, რაც მოიცავს გლობალურ მშვიდობას, ბრძოლას კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ, მდგრადი განვითარების მიზნებსა და ურთიერთობების გაძლიერებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და საქართველოს შორის. ვაფასებთ გაეროს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი