პრემიერ-მინისტრმა თავის მოხსენებაში ხაზგასმით ისაუბრა განათლების უაღრესად დიდ მნიშვნელობაზე ქვეყნის და საზოგადოების განვითარებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერმა დეტალურად ისაუბრა 800 ახალი სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის გრანდიოზული პროექტის შესახებ, რომელშიც 1 მილიარდი ლარი დაიხარჯება.
„გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში მიმდინარე განათლების ტრანსფორმირების სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან თავის მოხსენებაში ხაზგასმით ისაუბრა განათლების უაღრესად დიდ მნიშვნელობაზე ქვეყნის და საზოგადოების განვითარებისთვის. მან მონაწილეებს დეტალურად მოუყვა 800 ახალი სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის გრანდიოზული პროექტის შესახებ, რომელშიც, როგორც მოგეხსენებათ, დაიხარჯება 1 მილიარდი ლარი, რაც ნათელი დასტურია იმისა, რომ განათლებაზე ზრუნვა არის ჩვენი მთავრობის სტრატეგიული პრიორიტეტი“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.