გაეროს გენერალური მდივნის მხრიდან ძალიან ძლიერი მხარდაჭერა იქნა გამოხატული საქართველოს მიმართ და მისი მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოს ხელისუფლების, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გატარებული პოლიტიკა, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ასევე ჰქონდა ორმხრივი შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან და შეხვედრაზე განხილული იქნა ყველა ის ძირითადი მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ორმხრივ ფორმატში საქართველოსა და თურქეთს შორის არსებობს.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფება ნიუ-იორკში. პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაში, სადაც მას ექნება მიმართვა. მანამდე დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამართა შეხვედრა გაეროს გენერალურ მდივანთან, სადაც განხილული იყო საქართველოსთან თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტები, ის მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს არსებული გამოწვევების ფონზე აქვს გაეროს გენერალური მდივნისგან და ზოგადად გაეროს, უმნიშვნელოვანესი ორგანიზაციის მხრიდან. გაეროს გენერალური მდივნის მხრიდან ძალიან ძლიერი მხარდაჭერა იქნა გამოხატულის აქართველოს მიმართ და მისი მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოს ხელისუფლების, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გატარებული პოლიტიკა, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების მიმართულებით.
ასევე დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ორმხრივი შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან. როგორც ცნობილია, თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ძლიერი მხარდამჭერი და ამ შეხვედრაზე განხილული იქნა ყველა ის ძირითადი მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ჩვენ გვქვს ორმხრივ ფორმატში საქართველოსა და თურქეთს შორის. ასევ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და თურქეთის პრეზიდენტმა განიხილეს ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ეხება ჩვენს რეგიონს, რეგიონში არსებულ გართულებულ ვითარებას და საუბარი იყო იმ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე, თუ როგორ უნდა მოხდეს მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცება ჩვენს რეგიონში.“, - განაცადა ილია დარჩიაშვილმა.
მისი თქმით, 2021 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ძალიან აქტიური ჩართულობით, მისი პირადი მონაწილეობით, მოხდა ჩვენს ორ მეზობელს შორის მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევა და ეს უკვე არის ის კონკრეტული ხელშესახები შედეგი, რომელიც ჩვენ მივიღეთ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, გრძელდება სქართველოს ძალისხმევა, იმისთვის, რომ თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს რეგიონის უსაფრთხოებისა და მშვიდობის განმტკიცების საქმეში.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან, როგორც ცნობილია, შარშან, ძალიან აქტიური ჩართულობით, მისი პირადი მონაწილეობით, მოხდა ჩვენს ორ მეზობელს შორის მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევა და ეს უკვე არის ის კონკრეტული ხელშესახები შედეგი, რომელიც ჩვენ მივიღეთ. შარშან გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ღიად ისაუბრა ჩვენი ქვეყნის სამშვიდობო სამეზობლო პოლიტიკის შესახებ და სწორედ ამ განცხადებული პოლიტიკის ფარგლებში, სულ რამდენიმე თვის წინ საქართველომ უმასპინძლა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს. საერთო პოლიტიკის ფარგლებში გრძელდება სქართველოს ძალისხმევა, იმისთვის, რომ თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებისა და მშვიდობის განმტკიცების საქმეში. საქართველო ყოველთვის მზად იყო, რომ ჩვენი სამხრეთით მეზობლებისთვის შეეთავაზებინა ქვეყანა, ადგილი, სადაც მათ შეეძლებოდათ, მშვიდობის განმტკიცების მიმართულებით გაეხსნათ დიალოგი, და ამ მიმართულებით ჩვენი ქვეყნის შეთავაზება კვლავ ძალაშია და თუკი საჭირო გახდება, ჩვენი ქვეყანა მედიაციის პროცესში იყოს ჩართული, ამის მზაობა ჩვენ ყოველთვის გვაქვს და აქ არანაირი წინაპირობები ჩვენი მხრიდან არ არსებობს, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ჩვენს რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა“, - განაცადა ილია დარჩიაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.