ხონში „დავასუფთაოთ მსოფლიოს“ კამპანიის ფარგლებში ახალგაზრდებმა დანაგვიანებული ლოკაციები სხვადასხვა სახის ნარჩენისაგან დაასუფთავეს.
აქციაში მონაწილეებს სეციალური აღჭურვილობა და უნიფორმები გადაეცათ. დასუფთავების აქციაში ქუტირის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები, ქალაქის პირველი და მესამე საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ღონისძიება ხონის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა/ო იმერეთის მეცნიერთა კავშირი ,,სპექტრის“ ორგანიზებით გაიმართა.
ინფორმაციას ხონის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.