სპეცოპერაცია დასრულებულია - დაკავებულია ერთი პირი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ქეთი კოვზიაშვილმა ქუთაისში, ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ყველა მძევალი თავისუფალია.
ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილი შეიარაღებული მამაკაცი 2 მილიონ დოლარს ითხოვდა და აცხადებდა, რომ ბანკში ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამონტაჟა. შსს-ს ინფორმაციით, თავდაპირველად, თავდამსხმელს 12 მძევალი ჰყავდა აყვანილი. ადგილზე ჩავიდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური.
ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში შეჭრილი შეიარაღებული პირის მოთხოვნები ერთ-ერთმა მძევალმა გაახმოვანა.
„სპრინტერი“ უნდა ბანკის წინ, 2 მილიონი დოლარი, „ვერტალიოტი“ უნდა ძველ აეროპორტში“, რუსული დროშა უნდა და ერთი ანკესი უნდა ამ კაცს... დიახ, ანკესი უნდა „სპირინგის“ – აცხადებდა ერთ-ერთი მძევალი სამართალდამცველებთან კონტაქტისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.