დღეს, რუსეთის მიერ უკრაინის კუთვნილ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კრემლმა "სასწრაფო რეფერენდუმების“ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. "რეფერენდუმები" გაიმართება ე.წ. "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში" და "დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში", ასევე, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ტერიტორიების იმ ნაწილში, რომელიც რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს. ამ ე.წ. "კენჭისყრის" თარიღია 23-27 სექტემბერი.
რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონი, რომლის თანახმად სისხლის სამართლის კოდექსში შემოდის ცნებები - „საყოველთაო მობილიზაცია“ და „სამხედრო მდგომარეობა“. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ, როგორც უკრაინისთვის, ისე რუსეთისთვის, ომი ბევრად მასშტაბური გახდება და ორივესთვის "სამამულო ომად" გადაიქცევა, სრულ გამარჯვებამდე ან განადგურებამდე!.. უკანდამხევი არც ერთი და არც მეორეა, ამიტომ, კატასტროფამდე შეიძლება მივიდეთ!.. მათ შორის, ვინ მართალია და ვინ მტყუანი (რა თქმა უნდა, პუტინია, მაგის შიზოფრენიკი ...) ამის "გარჩევა" ახლა არაფრისმომტანია, საჭიროა მთელი მსიფლიოს მოქმედება, რათა თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი გლობალური უბედურება!..
დღეს, სამხედრო-პოლიტიკური ვითარება ასეთია... დონეცკის და ლუგანსკის ოლქების, აგრეთვე, ხერსონის და ზაპოროჟიის ოლქების ნაწილის ოკუპაციის შემდეგ, პუტინმა შეასრულა თავისი პროგრამა "მინიმუმი"! რის შედეგადაც, პუტინმა უკრაინას აზოვის ზღვაზე გასასვლელი ჩაუკეტა და აზოვის ზღვა "რუსეთის შიდა ზღვად გადააქცია", ანუ, რუსეთმა "გაჭრა" პირდაპირი სახმელეთო გზა ყირიმამდე! აქედან გამომდინარე, დღეს პუტინისთვის ძალიან მომგებიანია უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყება, მითუმეტეს, ხარკოვის ოლქში განცდილი საომარი მარცხის ფონზე. დიახ, დღეს პუტინის მიზანი არის დაპყრობილი ტერიტორიების შენარჩუნება და მათი მიერთება რუსეთთან! ამ მიზნის მისაღწევად პუტინი მზადაა სერიოზულ დათმობებზე წავიდეს, რისთვისაც მას ჭირდება საერთაშორისო შუამავლები უკრაინასთან მოსალაპარაკებლად და ომის შესაწყვეტად!
რა დათმობებზე შეიძლება წავიდეს მოსკოვი კიევთან და კიევი მოსკოვთან? ჩემი აზრით, უკრაინის თანხმობის შემთხვევაში, რაც გულსხმობს კიევისგან ტერიტორიულ დათმობებს, - ამის სანაცვლოდ, უკრაინა უმალ უნდა გახდეს ნატო-ს და ევროკავშირის წევრი!!! დიახ, ევროპის პოლიტიკურ ისტორიაში არსებობს გასული საუკუნის 40-იანი წლების ფინეთის მაგალითი, როდესაც ფინელებმა საკუთარი ტერიტორიის ნაწილი სსრკ-ს "დაუთმეს" და მხოლოდ ამის შემდეგ, - სახელმწიფო დამოუკიდებლობის, თავისუფლების, სუვერენიტეტის, უსაფრთხოების დაცვა შეძლეს, თუმცა, ამისთვის 1944 წელს ფინეთს მოუწია ნეიტრალიტეტის გამოცხადება, რაც უკრაინის შემთხვევაში სრულიად უნდა გამოირიცხოს!!! დიახაც, რუსეთისთვის უკრაინის ტერიტორიების დათმობის სანაცვლად, მოსკოვი უნდა დათანხმდეს იმას, რომ - უკრაინა დაუყოვნებლივ გახდება ნატოსა და ევროკავშირის წევრი!!! ამგვარად, რუსეთისთვის უკრაინის კუთვნილი ტერიტორიების დათმობისთანავე, - დასავლეთმა მყისიერად უნდა მიიღოს უკრაინა ნატო-ს და ევროკავშირის სრულუფლებიან წევრად, რომლის ტერიტორიაზეც განლაგდება ნატო-ს საზღვაო ძალების (ოდესა, ნიკოლაევი) და საჰაერო ძალების (კიევი, ლვოვი) ბაზები!!! მხოლოდ ამ შემთხვევაში, უკრაინა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო მიიღებს უსაფრთხოების 100%-იან გარანტიებს და რუსეთი აღარასოდეს, ვეღარასოდეს გაბედავს სუვერენულ უკრაინაზე, ნატო-ს და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოზე თავდასხმას, რადგან იმწამსვე ამოქმედდება ნატო-ს 5-ე პუნქტი და რუსეთს ნატო-ს წევრ ყველა სახელმწიფოსთან მოუწევს ომში ჩაბმა, რასაც იგი არასოდეს გააკეთებს, რადგან იცის, რომ განადგურდება!!!
P.S. დიდად სამწუხაროდ, დღეს არსებულ გლობალურ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, შეუძლებელია უაღრესად მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღების გარეშე, გრძელვადიანი მშვიდობის, სახელმწიფო დამოუკიდებლობის და უსაფრთხოების მომტანი შედეგების მოპოვება!.. მოკლედ, ყველაფრის გათვალისწინებით, რუსეთ-უკრაინის ომში "აბსოლუტურად გამარჯვებული" მხარე ვერც ერთი ვერ იქნება, ამიტომ, აუცილებელია ორმხრივი კომპრომისები!..
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი - დამთავრებული აქვს ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.