კოჯორი, იუნკერთა ქუჩა, არქივის ფოტო - 21 ივლისი, 2022 წელი
კოჯორში, იუნკერთა ქუჩაზე, სადაც მიმდინარე წლის ივნისში მიწის მასის ჩამოშლამ გზის სავალი ნაწილი დააზიანა, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები დასრულდა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ფერდის გამაგრების სამუშაოები სპეციალისტების მიერ ჩატარებული დეტალური კვლევის შედეგად დაიგეგმა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი აღდგენილ გზაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად, ყოველგვარი შეფერხების გარეშე აღდგება.
„კოჯორში იუნკერთა ქუჩაზე, სადაც მიმდინარე წლის ივნისში, მიწის მასა ჩამოიშალა და გზის სავალი ნაწილი დააზიანა, გადაადგილება შეუძლებელი, თუმცა, მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები დასრულებულია. კერძოდ, აღნიშნულ მისამართზე, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა, უსაფრთხოების მიზნით, ოპერატიულად დაიწყო გადაუდებელი სამუშაოები.პირველ რიგში, სპეციალისტებმა ჩაატარეს დეტალური კვლევა, რის მიხედვითაც, დაიგეგმა ფერდის გამაგრების სამუშაოები. კერძოდ, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყო ვერტიკალური და ჰორიზონტალური ანკერები, აშენდა რკინა-ბეტონის კედელი, გაბიონები და ამჟამად, სავალ ნაწილზე საგზაო სამუშაოებიმიმდინარეობს.ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი სწრაფად აღდგენა, რადგან ამ გზით უამრავი ადამიანი სარგებლობს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, პროექტი,დაახლოებით, 24 სექტემბრისთვის დასრულდება და გადაადგილება ორმხრივად, თავისუფლად იქნება შესაძლებელი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.