კახა კალაძე: წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას ვიწყებთ, მომავალ წელს კი ვაჟა-ფშაველას გამზირის განახლება მოხდება
21-09-2022, 12:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მელიქიშვილისა და ქეთევან დედოფლის გამზირების რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, წერეთლის გამზირის, მომავალ წელს კი ვაჟა-ფშაველას გამზირის განახლება მოხდება.
 


„ჩვენ არ გვაქვს მოცდის დრო და იმის ფუფუნება, რომ წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი ქუჩის და გამზირის რეაბილიტაცია განვახორციელოთ. რა თქმა უნდა, სატრანსპორტო კოლაფსიც არ უნდა მოხდეს, მაგრამ ამ პროექტების განხორციელება პრინციპულად მნიშვნელოვანია. როდესაც ამ გამზირებს დავასრულებთ, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას ვიწყებთ. მომავალ წელს კი ვაჟა-ფშაველას გამზირის განახლება მოხდება“, -აღნიშნა კახა კალაძემ.

 


მისივე თქმით, პირველი დაპირება, რაც მუნიციპალიტეტს ჰქონდა, შესრულდა და თბილისს სრულად განახლებული, ევროპული ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჰყავს, შემდეგ ეტაპზე კი მოქალაქეებმა ამ ტრანსპორტით გადაადგილება უპრობლემოდ უნდა შეძლონ.

 


„როდესაც სატრანსპორტო რეფორმასა და პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, ვართ თანმიმდევრულები. პირველი გავაკეთეთ ის, რომ დაპირება შესრულდა - საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად განახლდადა ახალი, ევროპული ტიპის ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსები გვყავს. ეს ეტაპი წარმატებით დასრულდა. როგორც ქალაქის მერს, მეამაყება, რომ დედაქალაქს ყველაზე ახალი და მოწესრიგებული ტრანსპორტი ჰყავს. შემდეგი ეტაპი არის ის, რომ ამ ტრანსპორტით მოქალაქეებმა გადაადგილება უპრობლემოდ შეძლონ, ასევე, მოცდის დრო შემცირდეს. ეს ყველაფერი გაკეთდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით. ქალაქში შესაბამისი საავტობუსო ზოლები თუარ გაჩნდება, ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნება. ცხადია, ყველა ქუჩაზე ეს ვერ მოხერხდება, მაგრამ იმ კონკრეტულ გამზირებზე, სადაც კვლევები გვიჩვენებს, რომ აუცილებელი და შესაძლებელია, ყველგან გავაკეთებთ. კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, მაგრამ ჩვენ ყველა ამ ქალაქშივცხოვრობთ. აღნიშნული სამუშაოების ჩატარების გარეშე, შეუძლებელია ქალაქის განვითარება. მესმის, რომ არის დისკომფორტი და სირთულეები. თუ ვინმე გვასწავლის, როგორ უნდა მოხდეს ქუჩების რეაბილიტაცია ისე, რომ გადათხრა არ მოგვიწიოს, რჩევებს მივიღებთ. ამ ყველაფერს უნდა გავუძლოთ და როცა სამუშაოები დასრულდება, ჩვენი ქალაქი ყველანაირად მოწესრიგებული იქნება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი