კახა კალაძე: დედაქალაქში 20 პრობლემურ მარშრუტზე დაგეგმილი ბრუნების, დაახლოებით, 30% ვერ სრულდება, რაც ტრანსპორტით გადაადგილებისას დისკომფორტს იწვევს
21-09-2022, 12:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


დედაქალაქში ტრანსპორტით გადაადგილების პრობლემას იწვევს საგზაო ინფრასტრუქტურა, რომელიც ავტობუსებისა და ავტომანქანების გარკვეული რაოდენობის გატარებასვერ ახერხებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 


მისი თქმით, არსებულ პრობლემას ტრანსპორტის რაოდენობის გაზრდა ვერ მოაგვარებს.

 


„მოსახლეობაში არსებობს მოსაზრება, რომ ტრანსპორტის დამატებით პრობლემა მოგვარდება. კიდევ ავტობუსები რომ დავამატოთ, ეს მეტ პრობლემას შექმნის და შეუძლებელი გახდება გადაადგილება. უნდა აღინიშნოს, რომ კერძო ავტომობილების რაოდენობა ყოველწლიურად, დაახლოებით, 8%-ით იზრდება. შესაბამისად, გამოსავალია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რასაც ვაკეთებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 


მისი თქმით, დედაქალაქში ყოველდღიურად ხორციელდება მონიტორინგი, რაც ტრანსპორტით გადაადგილებისას არსებულ შეფერხებებს ხსნის.

 


„დედაქალაქში გვაქვს, დაახლოებით, 20 პრობლემური მარშრუტი, სადაც გზების შეზღუდული გამტარუნარიანობის გამო, დაგეგმილი ბრუნების, დაახლოებით, 30% ვერ სრულდება. ეს ნიშნავს, რომ პიკურ პერიოდში საზოგადოებას განახევრებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი ემსახურება, რაც ერთი მხრივ, ზრდის მოლოდინის დროს და მეორე მხრივ, ვიღებთ გადავსებულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ამ შეფერხების მიზეზი რამდენიმე კვანძია, მათ შორის, მარშალ გელოვანის კვანძი, სადაც გათვლებმა აჩვენა, რომ პიკურ დროს ნაკადების 15%-ის შემცირებით, აღნიშნული კვანძი ავტომობილებს დასაშვები სიჩქარით გაატარებს. ამდენად, თუ პრობლემურ კვანძებს განვაზოგადებთ მთლიანი ავტომობილების რაოდენობაზე, გადაადგილებისთვის საჭირო 8-10%-სთვის მაინც გამოვიყენოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რაც ვფიქრობთ, რეალურია და სრულიად შესაძლებელი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

მისი თქმით, ამ მხრივ, ყველა ევროპულმა ქალაქმა გაიარა ის გზა, რასაც ახლა თბილისი გადის.

 

 

„ათეული წლის წინ ყველა ევროპულ ქალაქში, პარიზში,მილანში და ა.შ. იგივე პრობლემები იყო, რაც ჩვენთანაა. შესაბამისად, საუკეთესო პროექტების გადმოტანა მნიშვნელოვანია.მადლობა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს და ყველა კომპანიას, რომელიც ამ პროექტების განხორციელებაში გვეხმარება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი