დედაქალაქის მერმა კრწანისის გამგეობის ახალი შენობა დაათვალიერა
21-09-2022, 14:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


კრწანისის რაიონში, გამგეობის ახალი შენობა გაიხსნა. ამ დრომდე, კრწანისის გამგეობას საკუთარი შენობა არ ჰქონია.

 


შესრულებული სამუშაოები დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დაათვალიერა და აღნიშნა, რომ ახალ შენობაში მოქალაქეებს ყველანაირი სერვისის მიღება შეუძლიათ.

 


„გვაქვს შესაძლებლობა, კრწანისის რაიონში გამგეობის ახალი შენობა გავხსნათ. არსებობის განმავლობაში, კრწანისის რაიონის გამგეობას საკუთარი შენობა არ ჰქონია. ყოველთვის იჯარით ვიღებდით შენობა-ნაგებობას, რომელიც გარკვეულ თანხებთან იყო დაკავშირებული. აღნიშნული ტერიტორია სახელმწიფოს საკუთრება იყო, სადაც დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა კრწანისის რაიონის გამგეობას შესაბამისი შენობა-ნაგებობა აუშენა. ძალიან სასიამოვნო გარემოა აქ მომსვლელთათვის - მოწესრიგებულია, ადაპტირებულია შშმ პირთათვის და ყველანაირი სერვისის მიღება არის შესაძლებელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 


პროექტი, რომელიც კომპანია შპს „ბრიტანიაქონსთრაქშენმა“ შეასრულა, მიმდინარე წლის ივლისში დასრულდა. შენობის მოპირდაპირედ, მოეწყო სკვერიც.

 


სამშენებლო სამუშაოების ღირებულებამ 2 736 918 ლარი შეადგინა.გამგეობის ახალი შენობის მისამართია გიორგი გურამიშვილის ქ. N6.

 


კახა კალაძესთან ერთად, ადგილზე მერის მოადგილე კახა გულედანი გულედანი, კრწანისის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ლევან ჯაფარიძე და საკრებულოს წევრები იმყოფებოდნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი