კახა კალაძე: დედაქალაქის მერია მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმას უახლოეს მომავალში წარადგენს
21-09-2022, 14:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

დედაქალაქის მერია მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმას უახლოეს მომავალში წარადგენს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა და დედაქალაქში მიუსაფარი ცხოველების მართვის გეგმაზე ისაუბრა.

 


მისივე თქმით, მერიამ უკვე გადადგა ქმედითი ნაბიჯები მიუსაფარი ცხოველების სასტიკ მოპყრობასთან დაკავშირებული კანონპროექტის ინიცირების თვალსაზრისით და აღნიშნულ საკითხზე კომპლექსურ მუშაობას არასამთავრობო სექტორთან ერთად, მომავალშიც აქტიურად განაგრძობს.

 


„დედაქალაქის მერია იყო ინიციატორი კანონის გამკაცრებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიყავით ინიციატორები, წარვადგინეთ კანონპროექტი და პარლამენტმა მას მხარი დაუჭირა. კანონი ეხება იმას, რომ ცხოველების უხეში მოპყრობა, ცემა, დაზიანება, მოკვლა სისხლის სამართლის დანაშაულია და ამას შესაბამისი უწყებები აღასრულებენ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 


რაც შეეხება ზოგადად მიუსაფარ ცხოველებს, თბილისის მერის განცხადებით, ამ მიმართულებით, კომპლექსური სამუშაოებია ჩასატარებელი, რომლისთვისაც მუნიციპალიტეტი მზადაა.

 


„ეს პრობლემა ბევრ ადამიანს აწუხებს. შევქმენით სამუშაო ჯგუფი, გვქონდა შეხვედრები არასამთავრობო სექტორთან, ვინც ამ საკითხზე მუშაობს და უახლოეს მომავალში საზოგადოებას მათთან ერთად, კონკრეტულ გეგმასწარვუდგენთ, თუ რა უნდა გაკეთდეს, თავისი საკანონმდებლო ცვლილებებით. კონკრეტული პროექტი ვერ განხორციელდება, თუ საკანონმდებლო ცვლილებები არ იქნა მხარდაჭერილი იგივე ცხოველების გამრავლებასთან, არსებული მდგომარეობის მოწესრიგებასთან, თავშესაფრების პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით. კომპლექსური სამუშაოებია ჩასატარებელი. მზად ვართ, მომავალი წლიდან კონკრეტული თანხები გამოიყოს პროექტის დასაფინანსებლად, იმისთვის, რომ დროთა განმავლობაში, აღნიშნული პრობლემა მოგვარდეს ცივილურად, როგორც ეს განვითარებულ, ევროპულ ქვეყნებშია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი