„ჩემი ადვოკატი“ მედიაციის პროცესის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო კამპანიის ხელშეწყობას გეგმავს
21-09-2022, 17:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


თბილისის მერიის ა(ა)იპ-ს„ჩემი ადვოკატი“ და საქართველოს მედიატორთა ასოციაციას შორის ურთიერთთანმშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.მემორანდუმის ფარგლებში, „ჩემი ადვოკატი“ მედიაციის პროცესის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო კამპანიის ხელშეწყობას გეგმავს.

 


მედიაცია დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდია, რომელიც მედიატორის დახმარებით, დავების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტას გულისხმობს. მედიატორი მხარეებს პრობლემის აღმოჩენაში, მოლაპარაკების წარმართვასა და მათთვის მისაღები შედეგის მიღწევაში ეხმარება. მოქალაქე სწრაფად და დაბალი ფინანსურიდანახარჯით, წარმოშობილ დავას თავად აგვარებს.

 

„ჩვენი ორგანიზაცია რამდენიმე წელია ჩართულია დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდის მხარდაჭერის პროცესში, ვინაიდან მივიჩნევთ, რომ მედიაცია ხელს შეუწყობს არა მხოლოდ სასამართლოებშიმიმართვიანობითგადატვირთულობის საკითხის მოგვარებას, არამედ, წარმოადგენს ხარისხიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ერთ-ერთ გზას“, - განაცხადა „ჩემი ადვოკატის“ დირექტორმა, მარინა ბერაძემ.

 


ორგანიზაცია „ჩემი ადვოკატი“ ყოველწლიურად, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით უფასო იურიდიულ დახმარებას, დაახლოებით, 20 000 მოქალაქეს უწევს,რადგან მნიშვნელოვანია მედიაციის არა მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე ხელშეწყობა, არამედ აღნიშნული ინსტიტუტის პრაქტიკულ დონეზე განვითარების მხარდაჭერაც.

 


მემორანდუმის ფარგლებში, „ჩემი ადვოკატი“ მოსახლეობას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის და მედიაციის მეშვეობით, დავების გადაწყვეტასაც შესთავაზებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი