„მივმართავ რუსეთში მცხოვრებ ქართველებს... რუსს გენეტიკურად მონღოლის ბუნება აქვს, მათი ჩვევაა, რომ ომის დროს წინ არარუს ეროვნებებს „გაირეკავენ“ ხოლმე, მათ ახოცინებენ ადგილობრივებს, ხოლო თუ ესენი დაიღუპებიან - საფლავსაც არ აღირსებენ!“ - მოსაზრება
22-09-2022, 08:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთმა „ნაწილობრივი მობილიზაცია“ დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ „საყოველთაო მობილიზაციამდე“ ერთი ნაბიჯია, რომლის საფუძველზე რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირების მასობრივი გაწვევა გარდაუვალად მოხდება, 18-დან 60-წლამდე! ამიტომ, გავკადნიერდები და მივმართავ რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებ ქართველებს, ვისაც რუსეთის მოქალაქეობა აქვს, განა იმიტომ, რომ მათ „ჭკუა დავარიგო“, ღმერთმა დამიფაროს (ჩემთვის არა მაქვს საკმარისი), არა, მაგრამ, მინდა ჩემი დარდი გავუზიარო, რაც უფრო გამიძლიერდა შექმნილი კრიზისული მდგომარეობის გამო, რომელიც გამოიწვია რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმამ და ფართომასშტაბიანი ომის გაჩაღებამ!..

 


ალბათ, თქვენთვის იმის ახსნა არ არის საჭირო, რომ პირადად თქვენი, თქვენი შვილების ან შვილიშვილების რუსულ ჯარში გაწვევის შემთხვევაში, - მოგიწევთ უკრაინაში უკრაინელი ჯარისკაცების განადგურება, შესაძლებელია „უნებლიედ მოგიხდეთ“ მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვაც!.. ჰოდა, ნუ დაიდებთ უპატიებელ ცოდვას, ნუ გახდით ქართველობის სახელს წყევლა-კრულვის ღირსად! ამას იმიტომაც ვამბობ, რომ ვიცი დღევანდელი რუსეთის ჯარში ათასეულობით თუ არა, ასობით ქართველი მსახურობს, ზოგი ოფიცრის წოდებაშიც კი!. რუსს გენეტიკურად მონღოლის ბუნება აქვს, მათი ჩვევაა, რომ ომის დროს წინ არარუს ეროვნებებს „გაირეკავენ“ ხოლმე, მათ ახოცინებენ ადგილობრივებს, ხოლო თუ ესენი დაიღუპებიან - საფლავსაც არ აღირსებენ!..

 

 

მოწოდებას ვერ შეგკადრებთ, მაგრამ ძმურად, მეგობრულად, ნათესაურად გირჩევთ, - სასწრაფოდ დატოვეთ რუსეთი, მიყიდ-მოყიდეთ თუ რაიმე გაგაჩნიათ და დაბრუნდით სამშობლოში, ან კიდევ, სხვა მესამე ქვეყანას შეაფარეთ თავი, ვისაც ფინანასურ-ეკონომიკური შეძლება გაქვთ, ან აქ, ან იქ გადაიტანეთ თქვენი ბიზნესი!..

 


მესმის, ადვილი სათქმელია, რაც დავწერე, მაგრამ თუ გინდათ, რომ რუსეთმა არ წაგართვათ ძვირფასი ადამიანების სიცოცხლე და არ გაქციოთ მკვლელებად, არ დაახანოთ და დროულად მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება!.. სხვა რა გითხრათ, ალბათ, ეს ადრეც უნდა გაგეკეთებინათ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2008 წელს აფხაზეთ-ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია და „აღიარება“ მოახდინა!.. მანამდეც, ჩვენს ამ ორივე მხარეში რუსებმა ქართველების ხოცვა და ეთნიკური წმენდა მოახდინეს, სეპარატისტების ხელით!..

 


ისიც გახსოვთ, ალბათ, რომ 2006 წლის 27 სექტემბერს თბილისში ჯაშუშობის ბრალდებით ოთხი რუსი ოფიცერი დააკავეს, ამის პასუხად, უკვე 3 ოქტომბერს რუსეთმა საქართველოსთან ყოველგვარი საჰაერო, საგზაო, საზღვაო, სარკინიგზო, საფოსტო, ფინანსური კავშირები გაწყვიტა და საიმიგრაციო კანონის დარღვევის საბაბით, საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაცია მოახდინა! 2006 წლის სექტემბრიდან 2007 წლის იანვრის ჩათვლით, რუსეთში ხუთი ათასამდე (5000) გაძევების ორდერი გამოიცა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც დააკავეს და ძალის გამოყენებით გამოაძევეს!..

 


დიახ, რუსეთის ფედერაციის უმაღლესმა პირებმა ბრძანება გასცეს ქართველების მასობრივად და უკანონოდ დაპატიმრების შესახებ და მოახდინეს მათი კოლექტიური გამოძევება!.. რუსებმა ქართველების დეპორტაცია უაღრესად დამამცირებელი მეთოდებით განახორციელეს! საქართველოს მოქალაქეებს პირდაპირ ქუჩებში, მარკეტებში და სხვა საჯარო ადგილებში აკავებდნენ და გადაჰყავდათ პოლიციის განყოფილებებში, სადაც არაადამიანურ პირობებში ამყოფებდნენ! საკნები, რომლებსაც რუსები „მაიმუნების გალიას“ ეძახდნენ, იყო პატარა და თანაც გადატვირთული, სადაც დაკავებული ქალები და კაცები ხშირად ერთად იყვნენ მოთავსებულები და იმ სივიწროვეში დაჯდომის საშუალებაც არ ჰქონდათ!

 


პოლიციის იზოლატორში ყოფნის შემდეგ, ქართველებს ერთად აჯგუფებდნენ და ავტობუსით მიჰყავდათ სასამართლოებში, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს აკისრებდნენ ადმინისტრაციულ სასჯელს და აძევებდნენ რუსეთიდან! ქართველები ავტობუსით მოსკოვის სხვადასხვა აეროპორტებში გადაჰყავდათ, საიდანაც ხდებოდა საქართველოში დეპორტაცია!.. რუსებმა საქართველოს გამოძევებული მოქალაქეების პირველი ნაკადი 2006 წლის 6 ოქტომბერს „გამოამგზავრეს“ - სატვირთო თვითმფრინავით!!!

 


პ.ს. წარმოიდგინეთ, რუსეთის მოქალაქე ქართველებს რა დღეში ჩააგდებენ, თუ მათ „დეზერტირობა შეამჩნიეს“...

 

 

ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი - დამთავრებული აქვს ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

 

კომენტარები: 3
#3   qseo
      
Thanks for picking out the time to discuss this, I feel great about it and love studying more on this topic. It is extremely helpful for me. Thanks for such a valuable help again. كورة لايف
31 ოქტომბერი 2022 18:29
#2   qaseo
      
What a really awesome post this is. Truly, one of the best posts I've ever witnessed to see in my whole life. Wow, just keep it up.
satta
27 ოქტომბერი 2022 09:49
#1   ranker
      
Beneficial Blog! I seemed to be simply discussing that there are lots screwy outcomes in the issue you now solely changed my own perception. Thank you really significantly an ideal write-up yalla shoot
4 ოქტომბერი 2022 10:47
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი