დომინიკის რესპუბლიკაში ტურისტული მიზნით გამგზავრების მსურველ საქართველოს მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმი გაუქმდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"აღნიშნულთან დაკავშირებით, 2022 წლის 20 სექტემბერს, საქართველოს ელჩმა თურქეთში, გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა საქართველოში დომინიკის რესპუბლიკის ელჩთან (რეზიდენციით ქ. ანკარა), ელვის ალამ ლორასთან, რომლის ფარგლებშიც, ქართველ დიპლომატს გადაეცა სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ შესაბამისი დოკუმენტი.
აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საქართველოსა და დომინიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელთა შორის გამართული კონსულტაციები. მათ შორის, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა დომინიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, რუბენ სილისთან.
შეთანხმება ძალაში შევიდა შესაბამისი დოკუმენტის გაცვლისთანავე", - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.