ბავშვთა უფლებების კვირეულის ფარგლებში, რომელიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ტარდება, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ გაეროს ბავშვთა უფლებების ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორის მოადგილე ფილიპ კორი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი და საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები .ღონისძიებას უმასპინძლეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა მელქონ მაკარიანმა , საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანმა და სხვა თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.
შეხვედრა ჩატარდა გაეროს ბავშვთა ფონდის, ახალქალაქის "ზრდასრულთა განათლების ცენტრის "ახალგაზრდული კლუბის პარტნიორობის ფარგლებში, რომელსაც კოორდინირებას უწევდნენ შორენა თეთვაძე და ლიოლია რაისიანი.
შეხვედრაზე ისაუბრეს იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რომლის წინაშეც დგანან ახალქალაქში მცხოვრები ახალგაზრდები. მოზარდებმა რეკომენდაციები მიიღეს საქართველოში დიპლომარიური კორპუსის წარმომადგენლებისაგან. ელჩებმა ახალგაზრდებს გაუზიარეს საკუთარ ქვეყნებში არსებული გამოცდილება და სამომავლო პერსპექტივები.
სტუმრებმა დაათვალიერეს ახალქალაქის "მომავლის სახლი“ და შეხვედრა გამართეს რეგიონის 6 მუნიციპალიტეტის წარმომადგენელ ახალგაზრდებთან.
ინფორმაციას ახალქალაქის მერია ავრცლებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.