საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, ერთ-ერთ მთავარ აქცენტს გააკეთებს სამშვიდობო სამეზობლო პოლიტიკაზე, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერის გამოსვლის თემა იქნება ასევე ყველა ის საკითხი, რომელიც საქართველოს აქვს საერთაშორისო დღის წესრიგში.
„როგორც იცით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიმართავს გაეროს გენერალურ ასამბლეას. ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები იქნება გაკეთებულია ყველა გამოწვევებთან მიმართებაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, როგორც შარშან, ერთ-ერთ მთავარ აქცენტს გააკეთებს სამშვიდობო სამეზობლო პოლიტიკაზე. როგორც იცით, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენს რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. პრემიერ-მინისტრის გამოსვლის მთავარი აქცენტი სწორედ ამ მიმართულებით იქნება და ასევე ყველა ის საკითხი, რომელიც საქართველოს აქვს საერთაშორისო დღის წესრიგში“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.