ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა შეხვედრა საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს დიპლომატიური წარმომადგენლობის უფროსის მოადგილესთან, საულიუს ვალაინისთან, ლიეტუვის რესპუბლიკის ქ.ზარასაის მერთან ნიკოლაი გუსევასთან, ბიზნეს სექტორის უფროსთან დენის შიკალოვთან და სხვა წარმომადგენლებთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმდჯდომარე ნაირი ირიციანი და სხვა ოფიციალური პირები.
შეხვედრის მიზანი იყო ახალქალაქისა და ზარასაის დაძმობილებულ ქალაქებად გამოცხადება, ზემოხსენებულ ქალაქებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისთვის მომზადება.
სამომავლოდ იგეგმება ორმხრივი ვიზიტი ქალაქ ზარასაიში, თანამშრომლობა კულტურის, განათლების, სპორტის, მედიცინის, ტურიზმის და სხვა სფეროებში.
მხარეებმა თავიანთი ქალაქების დამახასიათებელი სუვენირები გაცვალეს. მათ მოინახულეს ახალქალაქის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სპორტული კომპლექსი, დაათვალიერეს ქალაქის სხვა ღირსშესანიშნაობები.
ინფორმაციას ახალქალაქის საკრებულო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.