საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, დაწყებულია აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კინოსტუდიის ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
„დიახ, იყო ხმაური და კრიტიკა, მაგრამ ამ კრიტიკის ფონზე, კინოსტუდიის ტერიტორიიდან 70-ამდე კომპანია გავიყვანეთ და დავიწყეთ 4 ჰექტრამდე ტერიტორიის რეაბილიტაცია. აღნიშნული კინოსტუდიის გადარჩენა ძალიან დიდი განაცხადია ქართული კინოს ისტორიაში, რადგან მისი უნიკალური ისტორია 1920-იან წლებიდან იღებს სათავეს. Სამინისტროს მიზანია ორი პავილიონის გადარჩენა, რომელიც ჩამოქცევის პირასაა”,- აღნიშნავს თეა წულუკიანი.
კინოსტუდიის ერთ-ერთი შენობა მალე გაიხსნება და მასში განთავსდება ცნობილი ფოტოგრაფის იური მეჩითოვის სტუდია. ასევე, სტუდიის ტერიტორიაზე გამოიყოფა სივრცე სამხატვრო აკადემიის პროექტისთვის “ლურჯი სუფრა”, რომლისთვისაც მოეწყობა გამოფენა-გაყიდვის სივრცე.
მინისტრის განცხადებით, ამ შენობაში, რომლის რეაბილიტაციაც ეტაპობრივად დასრულდება მიმდინარე წლის ბოლომდე, შეიქმნება და აღიჭურვება მულტიფუნქციური სტუდია. ასევე, მოეწყობა კლუბური სტილის კინოდარბაზი კინოჩვენებებისა და დისკუსიებისთვის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.