„წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელს“თბილისი ოფიციალურად შეუერთდა
23-09-2022, 17:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


პოლონეთში, ქალაქ ვროცლავში, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციისა (იუნესკო) და ვროცლავის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, „წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის“ წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.

 


ღონისძიების ფარგლებში, წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსის მფლობელ ქალაქებსშორის„წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის“ დამაარსებელიდოკუმენტი ოფიციალურად გაფორმდა, რომელსაც თბილისიც შეუერთდა. ქსელის მიზანია, ლიტერატურის ხელშეწყობა, წიგნიერების პოპულარიზაცია და დარგის განვითარება.

 


მემორანდუმს თბილისის მხრიდან ხელი დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ მოაწერა, რომელმაც შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ვროცლავის მერიას, ვროცლავის ლიტერატურის სახლსა და იუნესკო-ს,„წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის “წარმომადგენლების შეხვედრის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.

 


„მსგავსი ტიპის შეხვედრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქსელის განვითარებისთვის, საერთაშორისო ღონისძიებების დასაგეგმად და უფრო მჭიდრო კავშირების დასამყარებლად. თბილისმა მიმდინარე წლის 23 აპრილს ერთწლიან ლიტერატურულ დღესასწაულში მოგზაურობა დაასრულა და წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი გვადალახარას გადასცა, თუმცა, მუნიციპალიტეტის მერია აქტიურადაა ჩართული და განაგრძობს თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმას სხვადასხვა საშუალებით ლიტერატურისა და წიგნიერების ხელშეწყობისთვის. თბილისის მერია გახლავთ აქტიური მხარდამჭერი თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის, ახორციელებს წიგნის გამოცემის თანადაფინანსების პროგრამას. ასევე, მკითხველთა და გამომცემელთა ხელშეწყობის მიზნით, კვლავ განახორციელებსიმ საუკეთესო პროექტებს, რომლებსაც სფეროს განვითარებისთვისგანსაკუთრებული გამოხმაურება და ეფექტი ჰქონდათ. ასეთია მაგალითად, საბავშვო წიგნის ბაზრობა, რომელიც იუნესკო-ს პროექტის, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ფარგლებში დაარსდა და წელსაც გაიმართება“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

 


მისივე თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიააქტიურადაა ჩართული ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის პროექტში, სადაც მიმდინარე წელს იუნესკო-ს „წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელი“ პირველი სტენდით იქნება წარმოდგენილი.

 


„თბილისი აბსოლუტურად აცნობიერებს წიგნის დედაქალაქისდებულების მიზნებსა და ამოცანებს, რომწიგნიერების ხელშეწყობა მნიშვნელოვანია ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის, ახალგაზრდების გაძლიერებისთვის, წიგნის ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის, რომ ერთობლივად განხორციელებულ პროექტებს დიდი ძალა აქვთ და ცვლილებების გამოწვევა შეუძლიათ. შესაბამისად, შესაძლებლობების ფარგლებში, ყოველთვის მზად ვიქნებით,ქსელის გაძლიერების მხარდასაჭერად, ჩვენი რესურსების მაქსიმალურად გამოყენებისთვის. აქტიურად ვართ ჩართული ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის პროექტში, სადაც 2022 წელს იუნესკო-ს „წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელი“ პირველი სტენდით იქნება წარმოდგენილი და მას ძალიან ბევრი ადამიანი გაიცნობს“, - აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ.

 


შეხვედრაზე ასევე, დაასახელეს „წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის“ თავმჯდომარე, რომლის ფუნქციასაც ერთი წლის ვადით, თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი შეასრულებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი