26 სექტემბერს, 14:00 საათზე ,,რედისონ ბლუ ივერია თბილისში” თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროექტის „თბილისის მყარი ნარჩენების პროექტი - ,,თბილისის მყარი მუნიციპალური ნარჩენების სტრატეგია“ შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართება.
ღონისძიების მიზანია, თბილისის მყარი მუნიციპალური ნარჩენების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის დაინტერესებული მხარეებისთვის წარდგენა, უკუკავშირის მიღება და შემდგომი ნაბიჯების განხილვა.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მუნიციპალური პროექტების მხარდაჭერის ფონდის მიერ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ტექნიკური თანამშრომლობის ფონდების პროგრამის ფარგლებში.
ღონისძიებას დაესწრებიან თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და შპს ,,თბილსერვის ჯგუფის” დირექტორი დავით ფაჩულია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.