სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ პროექტის- „თბილისის მყარი მუნიციპალური ნარჩენების სტრატეგია“წარადგინეს. ღონისძიების მიზანს თბილისის მყარი მუნიციპალური ნარჩენების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დაინტერესებული მხარეებისთვის გაცნობა, უკუკავშირის მიღება და შემდგომი ნაბიჯების განხილვა წარმოადგენდა.
ღონისძიების მონაწილეებს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ მყარი ნარჩენების მართვა მსოფლიოს ქალაქების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
მისი თქმით, ამ მხრივ, ბოლო წლების განმავლობაში, თბილისში მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა, მუნიციპალური ნარჩენების მართვის სისტემები ძირითადად, ისევ ნაგავსაყრელებზეა დამოკიდებული.
„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი შემუშავდა, რომელიც ეროვნულ გეგმასთანსრულ ჰარმონიზაციაშია. ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ერთ-ერთი ვალდებულებაა. რეალურად, თბილისს დღეს აქვს ისეთი გეგმა, რომელიც ქალაქს ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემასთანმიიყვანს. ჩვენს პარტნიორ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD)დაწყებულიგვაქვს მოლაპარაკებები და ორი მთავარი პრობლემა, რომელიც პირველ რიგში მოგვარდება, ეს არის გაზშემკრებისა და სორტირების ხაზის მშენებლობა. დედაქალაქში განთავსდება ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი ურნები. ვფიქრობ, ორ-სამ წელიწადში შეგვეძლება, გადავიდეთ ნარჩენების სეპარირებულშეგროვებაზე, პროექტის მეორე ნაწილი კი იმ დარჩენილი ნაწილის გადამუშავებაიქნება, რაც ევროკავშირის სტანდარტამდე მიგვიყვანს“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ და პროექტში მონაწილე მხარეებსმხარდაჭერისა და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
ნარჩენების პრევენციისა და რეციკლირების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებისკონსორციუმმა2020 წლის იანვარში დაიწყო. სტრატეგიის მიზანია, თბილისის მუნიციპალიტეტისთვის ნარჩენების პრევენციისა და რეციკლირების სხვადასხვა სცენარის შემუშავება და მდგრადობის შეფასება (გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური გავლენის შეფასება).
„თბილისის მყარი ნარჩენების პროექტის მიზანშეწონილობის კვლევის“ განხორციელების შედეგად, 2020 წლის იანვრიდან თბილისის მერიამ მყარი ნარჩენების პრევენციისა და რეციკლირების სტრატეგიის მომზადებადაიწყო. EBRD-ის საგრანტო დაფინანსების ფარგლებში, სტრატეგიის მომზადება ICP-ENVIROPLAN კონსორციუმმა უზრუნველყო.
სტრატეგიის პრეზენტაციას შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია, პროექტში მონაწილე სხვადასხვა სამინისტროს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.