„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს დატოვების შემდეგ ბადრი ბასიშვილი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ პარტიაში რჩება და თანამებრძოლებთან ერთად განაგრძობს „ბრძოლას ქვეყნის თავისუფლებისთვის და პოლიტპატიმრების განთავისუფლებისთვის“, პარტიიდან ვინმეს გარიცხვის მსურველებს კი ურჩევდა, „დამატებით ვინმე შემოირიგონ, რომ უფრო მეტნი ვიყოთ გადამწყვეტი ბრძოლის წინ“.
„კიდევ ერთხელ განვმარტავ კეთილისმსურველებისთვისაც და ჩასაფრებულებისთვისაც: პოლიტსაბჭოდან ჩემი გამოსვლა არ ნიშნავს პარტიის დატოვებას ან ჩემს პასუხისმგებლობაზე უარის თქმას. მე ჩემს თანამოაზრეებთან და თანამებრძოლებთან ერთად ვაგრძელებ შრომას და ბრძოლას ქვეყნის თავისუფლებისთვის და პოლიტპატიმრების განთავისუფლებისთვის. მე მაქვს ჩემი პრინციპები, ბევრჯერ თავშეკავებული, ზოგჯერ ხმამაღლა ნათქვამი და რაც ბოლო დღეებში ხდებოდა პარტიაში ამაზე ჩემი რექცია მქონდა , რადგან ვთვლი რომ ჩვენი ღირსეული ამომრჩეველი იმსახურებს მეტ განმარტებას, არ სურს გახლეჩვა და ერთმანეთის შეურაცხყოფის მოსმენა. მე არ ვარ მხარე, არც ვინმეს კაცის კაცი, არც შუაში ვიდგები, ვეცდები ერთიანი ძალით ვიყოთ ბრძოლის ველზე, რადგან თითოეული პატრიოტის როლი მნიშვნელოვანია რუსულ ოლიგარქიასთან საბრძოლველად. პარტიიდან ვინმეს გარიცხვის მსურველებს კი ვურჩევდი დამატებით ვინმე შემოირიგონ, რომ უფრო მეტნი ვიყოთ გადამწყვეტი ბრძოლის წინ, მორჩეს ერთმანეთის წაქეზება, ცივილიზებულ ფორმაში მოხდეს საუბარი და არ გვეკადრება გუშინ ერთად მდგომი ხალხი დღეს ერთმანეთს მოღალატეებს და დამსმენებს ვეძახდეთ, რითაც ზიანდება მიზანმიმართულად წლობით ნაშენები პარტია.
პატივს ვცემ მედიას, მაგრამ მეტ განმარტებას აღარ გავაკეთებ და ვთვლი, რომ შიდა პრობლემების გარეთ გამოტანა ჩემი სტილი არაა“, - წერს ბასიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.