შსს 10 დღის სტატისტიკას აქვეყნებს: საქართველო-რუსეთის საზღვარზე რუსეთიდან შემომსვლელ პირთა რაოდენობამ მოიმატა
28-09-2022, 07:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემოსული მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის სტანდარტის, რაოდენობის და უარის თქმის საფუძვლებისა და წესების შესახებ. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება.


უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 21 სექტემბრის შემდეგ, საქართველო-რუსეთის ფედერაციის საზღვარზე მოიმატა რუსეთიდან შემომსვლელ პირთა რაოდენობამ.


„საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გაგაცნობთ ბოლო 10 დღის მონაცემებს, კერძოდ, საქართველოს საზღვარი ყველა გამშვები პუნქტიდან გადმოკვეთა და გადაკვეთა:

 

17 სექტემბერს 6986 - 7406

 

18 სექტემბერს 6606 - 6743

 

19 სექტემბერს 6411 - 6782

 

20 სექტემბერს 5603 - 6199

 

21 სექტემბერს 6402 - 6011

 

22 სექტემბერს 6150 - 6050

 

23 სექტემბერს 9307 - 6214

 

24სექტემბერს 9330 - 6249

 

25 სექტემბერს 11 143 - 5519

 

26 სექტემბერს 10 804 – 4947 რუსეთის მოქალაქემ.


რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომატებული ნაკადის ეფექტიანად მართვის მიზნით, სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალში“ დამატებით განლაგებულია პოლიციური ჯგუფები, როგორც სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის პროცედურების შესრულების, ასევე, პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის და შესაძლო სამართალდარღვევების პრევენციის მიზნით.


ამასთანავე, სასაზღვრო გამშვებ პუნქტში მუდმივ რეჟიმში იმყოფება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფი, უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და რისკების გამოვლენის მიზნით.


სასაზღვრო კონტროლის პროცედურები მიმდინარეობს განსაკუთრებული დაკვირვებით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.


ბოლო პერიოდში მომატებულია იმ მოქალაქეთა რაოდენობაც, რომელთა შემოშვებაც საქართველოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით გათვალისწინებული მიზეზების გამო არ ხდება. შესაბამისად, უფრო ხშირად ისმის კითხვები შემოშვების წესებსა და უარის თქმის მიზეზებთან დაკავშირებით.


როგორც ცნობილია, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის“ მე-12 მუხლის თანახმად, საქართველოში შემოსვლისას ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქე გადის ინსპექტირებას სასაზღვრო გამტარ პუნქტში, რის შედეგადაც მას ან ეძლევა თანხმობა საქართველოში შემოსვლაზე, ან იღებს უარს და ვერ კვეთს საქართველოს საზღვარს. უცხო ქვეყნის თითოეული მოქალაქის ინსპექტირება/გამოკითხვა საერთაშორისოდ აღიარებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად ხორციელდება.


უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის შემოსვლის თანხმობის ან უარის თქმის გადაწყვეტილებას მესაზღვრე სხვადასხვა ფაქტორისა და გარემოებების შეფასების შედეგად იღებს. მაგალითად, ითვალისწინებს პირის ხელთ არსებული დოკუმენტაციის შესაბამისობას მგზავრობის მიზნობრიობასთან, საქართველოში ყოფნის პერიოდში და საქართველოდან გამგზავრებისას ფინანსური სახსრების საკმარის ოდენობას, წარსულში ქვეყანაში ყოფნის ვადებს და ა.შ. შესაბამისად, თუ დარღვეულია ეს სტანდარტი, სამართალდამცველები უცხო ქვეყნის მოქალაქეს ადგილზე უმარტავენ უარის თქმის შესაძლო მიზეზებს და ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების პირობებს.


სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში რისკის შემცველი პირების გამოვლენის მიზნით, მოქალაქეთა ინსპექტირება/გამოკითხვა და მომატებული რაოდენობის პირობებში, სასაზღვრო-გამტარი პუნქტისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გადაადგილებისას გარკვეულწილად იწვევს რიგების წარმოქმნას, რაც, პარალელურად, რეგისტრაციისთვის დროის გაზრდილ მონაკვეთს საჭიროებს.


შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვიურად, პროაქტიულად აქვეყნებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებული პირებისა და ტრანსპორტის სტატისტიკურ მონაცემებს. შესაბამისად, სამინისტრო მომავალშიც უზრუნველყოფს ერთი მხრივ - სტატისტიკის გამოქვეყნებას, ხოლო მეორე მხრივ - შესაბამისი მონაცემების ანალიზს და საზოგადოების ინფორმირებას“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 1
#1   Tonja
      
Mit unserer App genießen Sie schnelle Spiele, exklusive Boni und eine nahtlose Spielerfahrung.
Die mobile Version von Dragon Casino bietet vollständige Funktionalität und ermöglicht Einzahlungen,
Auszahlungen, das Spielen beliebter Slots sowie den Zugang zum Kundensupport.

Die Plattform funktioniert reibungslos in mobilen Browsern und gewährleistet schnelle Ladezeiten sowie
intuitive Navigation. Dragon Casino bietet keine dedizierte mobile Anwendung, jedoch
wurde die Website vollständig für mobile Endgeräte optimiert.

Dragon Casino bietet eine umfangreiche Auswahl sicherer Zahlungsmethoden, die speziell auf
die Präferenzen deutscher Spieler abgestimmt sind. Die gesamte Prozedur
wurde für maximale Benutzerfreundlichkeit und Geschwindigkeit optimiert.


Beim dritten Deposit können Spieler einen 200% Bonus
bis zu 1000 EUR plus 100 Freispiele beanspruchen. Das Casino aktualisiert regelmäßig seine Promotionen und bietet sowohl neuen als
auch bestehenden Nutzern attraktive Möglichkeiten zur Erhöhung ihres Spielguthabens.

Dragon Casino zeichnet sich durch sein innovatives 50-stufiges VIP-Programm aus,
das treuen Spielern exklusive Belohnungen und Cashback-Angebote bietet.
Baccarat in Dragon Money hat eine einfache Steuerung und hohe Gewinne, diese casino ist die beste unter
den Casinos! Roulette ist mein Lieblingscasino, die Grafik in Dragon Money ist erstaunlich und die casino läuft flüssig.
Der Kundenservice für Dragon Money ist ausgezeichnet, sie haben mir sofort bei einem Problem
während der casino geholfen.
Nach dem Absenden des Registrierungsformulars erhalten die Nutzer eine Bestätigungs-E-Mail, um ihr Konto zu verifizieren. Die Erstellung
eines Kontos bei Dragon Money ist ein schneller und
einfacher Prozess. Kontinuierliche Updates und Kundensupport tragen dazu bei, hohe Servicestandards aufrechtzuerhalten.

References:
https://online-spielhallen.de/iwild-casino-promo-code-dein-weg-zu-mehr-spielspas
/
21 დეკემბერი 2025 16:31
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი