"ადამიანი არის მთავარი ღირებულება, რომელზეც სახელმწიფოს მშენებლობა უნდა ემყარებოდეს"
21-02-2014, 15:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ხელისუფლების ცენტრალური საკითხი და ღირებულება ადამიანი გახდა. პრეზიდენტმა ამის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 


მარგველაშვილის თქმით, ეს არის მთავარი ღირებულება, რომელზეც ნებისმიერი სახელმწიფოს მშენებლობა უნდა დამყარდეს.

 


ასევე მან აღნიშნა, რომ ადამიანს ყველაზე მეტად თავისუფლება ესაჭიროება.

 

 

"საუკუნეთა განმავლობაში, ჩვენი ქვეყნის ორიენტირი იყო სწორედ სახელმწიფოებრივი და იდნივიდუალური თავისუფლება. დღეს ეს გულსიხმობს თითოეული მოქალაქის, პოლიტიკური ორგანიზაციის, მედიის, უმცირესობების უფლებების სრულფასოვან დაცვას. ამ უფლებათა დაცვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვას. იმის დანერგვას რაც ჩვენს კონსტიტუციაში, გაეროს ადამიანთა უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში, ევროპის სოციალურ ქარტიაში და სხვა დოკუმენტებში წერია. ამ დოკუმენტების ცოხვრებაში გატარება უნდა იყოს ჩვენი ხელისუფლების, საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის მიზანი", - განაცხადა მარგველაშვილმა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ, 2013 წელი წარმატებული იყო.

 

 

პრეზიდენტის განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლების მიზანია ქართული სახელმწიფოს აშენება საქართველოს მოქალაქეებისთვის.

 

 

"ასეთ საქართველოს მე ვხედავ, როგორც თავისუფლების, მრავალფეროვნებაში ერთიანობის, ტოლერანტობის, შრომის, სოლიდარობის ტრადიციებზე დაფუძნებულ ქვეყანას. მე აქ მხოლოდ ფორმალურ ტრადიციებზე არ ვსაუბრობ, არამედ ვსაუბრობ ტრადიციათა იმ სულზე, რომელიც გასდევს მთელი ქვეყნის ისტორიას. ჩვენმა პატარა ერმა პროგრესისკენ სწრაფვით შეძლო თვითმყოფადობის დამკვიდრება. ამ სულისკვეთებით იქმნებოდა ქართული დამწერლობა, ამ სულისკვეთებით ვრცელდებოდა ქრისტიანობა ჩვენს ქვეყანაში, ამ სულისკვეთებით იქმნებოდა ქართული რენესანსი. ასე მოქმდებდნენ თერგდალეულები, და ის ადამიანები, რომლებიც ქმნიდნენ 1921 კონსტიტუციას, რომელიც მაშინდელი ევროპელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული დოკუმენტი იყო"- განაცხადა მარგველაშვილმა.

 


მარგველაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ქართველი თავისი ინდივიდუალობით და შეგნებით ევროპელია, ის თავისი ბუნებით დასავლური ცივილიზაციის ნაწილია.

 


"სამწუხაროდ, დღემდე ჩვენ არ გვეძლეოდა შესაძლებლობა ამ ინდვიდუალობაზე დამყარებული ქართული სახელმწიფო შეგვექმნა. მე ღრმად მწამს, რომ ეს არის ჩვენი დღევანდელი გამოწვევა"- განაცხადა პრეზიდენტმა.

 


მარგველაშვილის განმარტებით, საქართველო ამ გზაზე დგას, რომელსაც არავითარი ცვლილება არ ექნება. მისი თქმით, პრეზიდენტს ამის იმედს ის პროცესები აძლევს, რომლებიც "ქართული ოცნების" მოსვლის დღიდან დაიწყო.

 

 

 

 

 

 

http://www.newspress.ge/politika/37688-margvelashvili-adamiani-aris-mthavari-ghirebuleba-romelzec-sakhelmtsifos-mshenebloba-unda-emyarebodes.html 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი