დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ წლების წინ ქალაქს გაუმართავი ავტობუსები ემსახურებოდა, რომელიც რეფორმის შედეგად, ახალი, გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტით ჩანაცვლდა.
„პირველ რიგში, დავიწყეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება. მეამაყება, რომ თბილისს ყველაზე ახალი, მოწესრიგებული ავტობუსები და მიკროავტობუსები ჰყავს. ისინი ყველანაირად გამართულია კონდიცირება-გაგრილება-გათბობის სისტემებით, აღჭურვილია შესაბამისი უსაფრთხოების კამერებით, ადაპტირებულია შშმ პირთათვის და ა.შ. მოუწესრიგებელი იყო ის ძირგამომპალი ე.წ. ყვითელი ავტობუსები, დანგრეული, გაუბედურებული ყვითელი „ბოგდანები“, რომელიც უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა, როგორც გადაადგილების, ასევე ეკოლოგიის თვალსაზრისით. ქალაქში ჰაერის პირველი დამბინძურებელი იყო მაშინდელი „ყვითელი ავტობუსები“ და მიკროავტობუსები. ხომ არ დაგვავიწყდა, რა ვითარება იყო ე.წ. მარშრუტკებში? ცხვირ-პირის მტვრევა რომ მიდიოდა. კონდიციონერი ჩართე, კონდიციონერი არ მუშაობს, დავიწვით ხალხი. ეს წარსულს ჩავაბარეთ, თქვენი მხარდაჭერით, თქვენი თანადგომით“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრული განახლების შემდეგ, მნიშვნელოვანია მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მუნიციპალიტეტი სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს.
„შემდეგი ნაბიჯი ის არის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა და კომფორტი გავზარდოთ. დღეს ქალაქში გვაქვს გადაადგილების პრობლემა და ეს მხოლოდ ერთი კონკრეტული მიზეზით გამოწვეული არაა. რა თქმა უნდა, ავტომობილების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება, თუმცა, ამას გამართული, კომფორტული, ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა დავუპირისპიროთ. გაძლევთ პირობას, რომ ასეც იქნება. ზუსტად ამის გამო ვაწარმოებთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. დიახ, სამწუხაროდ, არის დისკომფორტი. ორი მნიშვნელოვანი კვანძი - ქეთევან დედოფლისა და მელიქიშვილის გამზირები გადათხრილია, თუმცა, ჩვენ ამას იმისთვის ვაკეთებთ, რომ ყველაფერი მოწესრიგდეს და ქალაქში გადაადგილება იყოს კომფორტული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.