თბილისის მერია სტუდენტების ინიციატივით, ხუდადოვის ტყის გაჯანსაღება-მოწესრიგების პროექტს განახორციელებს
28-09-2022, 12:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


თბილისის მერიაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და მათი ხელმძღვანელის განცხადება შემოვიდა, რომელიც ხუდადოვის ტყის გაჯანსაღება-მოწესრიგებას გულისხმობს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

 


კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მერია მზადაა, აღნიშნული ინიციატივა მიიღოს და სტუდენტებთან ერთად, აღნიშნული პროექტი განახორციელოს.

 


„თბილისის მერიაში შემოსულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტების ერთობლივი განცხადება, რომელსაც ასევე, ხელს აწერს მათი ხელმძღვანელი და თბილისის გენერალური გეგმის ერთ-ერთი ავტორი - მერაბ ბოლქვაძე. წარმოდგენილია ინიციატივა ხუდადოვის ტყის გაჯანსაღება-მოწესრიგებასთან დაკავშირებით, სადაც ახალგაზრდები გამოთქვამენ სურვილს, ჩაერთონ პროექტის კონცეპტუალურ გეგმარებაში. ეს პირადად ჩემთვის ძალიან ემოციური და სასიამოვნოა. ყოველთვის მივესალმებით მსგავს ინიციატივებს, განსაკუთრებით ახალგაზრდების მხრიდან“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 


მისივე თქმით, მომდევნო დღეების განმავლობაში, თბილისის მერიაში შედგება შეხვედრა, რომელსაც სტუდენტებიც დასწრებიან.

 


„მინდა,სტუდენტებს დავუდასტურო ჩვენი მზაობა და მხარდაჭერა. პროცესში ჩვენი შესაბამისი სამსახურები ჩაერთვებიან, შედგება შეხვედრა და ერთად განვახორციელებთ ამ მნიშვნელოვან პროექტს. ახალგაზრდებო, დედაქალაქის მერი, მერია გიდასტურებთ სრულ თანადგომას. ჩემი თხოვნა იქნება, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში შედგეს შეხვედრა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან და ასევე, ამ ახალგაზრდებთან. ქალაქს უნდა ვაჩუქოთ კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი -ხუდადოვის ტყე-პარკის სახით“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი