„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა ობოლაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ღრმა კრიზისში და ამ კრიზისს სჭირდება დაძლევა და პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ნიკა მელიას პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომა.
„მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც იყო ოპოზიციის ფაქტობრივი ლიდერი, ფაქტია, დატოვა ქართული პოლიტიკა. ჩვენ ახლა ვეღარ ვართ ძველ მოცემულობაში, გვჭირდება „დარესტარტება“ და ახალი არჩევნები, ფართოდ ლეგიტიმაციის აღება ხალხისგან.
„გავაკეთოთ ის, რასაც ვთხოვთ ხელისუფლებას. არჩევნები უნდა იყოს ელექტრონული და ფარული, რომ ყველანაირი კითხვის ნიშნები მოიხსნას. ახლა ყველაფერი არის პარტიის თავმჯდომარის და პარტიის დანარჩენი წევრების ხელში. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა ცვლილება, თუ დავრჩეთ ამ ფორმაციის პირობებში, სადაც „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი შანსი არ აქვს, დაამარცხოს ოლიგარქიული მმართველობა. პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ნიკა მელიას თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომის გადაწყვეტილება“, - განაცხადა ნიკა ობოლაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.