საქართველოს პარლამენტის წევრმა სუმბატ კიურეღიანმა, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ვაან აროიანმა, თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინ ვარდანიანმა, საკრებულოს სივრცით- ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ ვოსკან ელოიანმა, აღნიშნული კომისიის წევრებმა არუთიუნ ოგანესიანმა, გარუშ არზუმანიანმა საკრებულოს წევრებთან სამველ დარბინიანთან და არარატ ეგნატოსიანთან ერთად, ეშტიის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფლებში - ყაურმა, ეშტია, უჩმანა, თორია, რეგიონული განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტიდან და სოფლის განვითარების პროგრამით დაფინანსებული მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.