წმინდა გიორგი ერთგვარი სიმბოლოა ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ჩვენც ყოველთვის გველეშაპების წინააღმდეგ გვიწევს ბრძოლა , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განუცხადა, რომელიც გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქაშუეთის ტაძარში გამართულ სადღესასწაულო ლიტურგიას დაესწრო.
"ვულოცავ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს დღევანდელ დღეს. წმინდა გიორგის დღესასწაულები ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ძვირფასია, რადგან მისი სულიერი სიმტკიცე და ბრძოლისუნარიანობა ყოველთვის, საუკუნეების განმავლობაში ქართველებისთვის მაგალითი იყო გაჭირვების დროს. ჩვენი ქვეყანა ბრძოლებში ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა, გამოდის და მომავალშიც ასე იქნება", - განაცახდა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.