ლუკაშენკომ აფხაზებს პუტინის გზავნილი ჩაუტანა: ჩვენ ერთ დასკვნამდე მივედით - რომ აფხაზეთი არსებობს და მას რუკიდან ვერ წაშლი; აფხაზეთი, როგორც იგი [პუტინი] ამბობს, არ შეიძლება მიტოვებული იყოს, მას უნდა დაეხმარო
29-09-2022, 11:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - 28 სექტემბერს, ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტისას ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ წინა დღით აფხაზეთის პრობლემები რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან განიხილა.

 

 

„ჩვენ ძალიან დიდხანს, დაღამებამდე განვიხილეთ ეს საკითხები. იგი აფხაზეთის პრობლემებსა და საქმეებში ძალიან არის ჩართული, ჩემზე უფრო მეტად. ამაზე ხანგრძლივად არ ვისაუბრებ, ჩვენ ერთ დასკვნამდე მივედით: რომ აფხაზეთი არსებობს და მას რუკიდან ვერ წაშლი, არავითარ სანქციას არ შეუძლია ეს გააკეთოს. აფხაზეთი, როგორც იგი [პუტინი] ამბობს, არ შეიძლება მიტოვებული იყოს, მას უნდა დაეხმარო, რათა ამ აყვავებულმა მხარემ და იმ ადამიანებმა, რომლებიც აქ ცხოვრობენ, ნორმალურად იცხოვრონ“, - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.

 

 

ლუკაშენკოს განცხადებით, აფხაზეთში იმის გამო არ ჩასულა, რომ „რაიმე მდგომარეობა გართულდა“. „ჩვენ ნორმალური სიტუაცია გვაქვს, არავითარი გეოპოლიტიკით არ ვიტანჯებით. ჩვენ მხოლოდ გვსურს, როგორც თქვენც - მშვიდობიან, კეთილ, შრომისმოყვარე ხალხს, თანხმობაში ცხოვრება“, - თქვა ლუკაშენკომ.

 

 

მისი თქმით, ურთიერთობების ფუნდამენტი ეკონომიკური და სავაჭრო კავშირები უნდა გახდეს.

 

 

„ჩვენ ჩამოვედით, როგორც კეთილმოსურნეები და თუკი რაიმეთი დაგეხმარებით და თუ ეს თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლო იქნება, ჩვენ ამას გავაკეთებთ. მოდი ამაზე ბევრი ვისაუბროთ. მე, როგორც თქვენ იცით, უკვე გამოცდილი ადამიანი ვარ, პოლიტიკაშიც და სხვა სფეროებშიც. ვისაუბროთ, ვიფიქროთ, როგორ ვიცხოვროთ შემდგომ. მთავარია, რომ აქ ხალხი ღირსეულად ცხოვრობდეს, რადგან დედამიწის ეს სამოთხისებური მხარე ამას იმსახურებს. ხოლო აქ ხალხი წმინდაა. ამას პირფერობით არ გეუბნებით: წმინდაა! მე ეს მახსოვს საბჭოთა დროიდან, როცა აქ ვიყავი ჩამოსული. ამიტომაც, ჩვენ გვინდა გავდოთ არა უბრალოდ მეგობრობის ხიდი, არამედ დავამყაროთ ძალიან სერიოზული ურთიერთობები ერთმანეთში“, - განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად, საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს. ელჩს ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტთან და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, დამატებითი განმარტებები მოსთხოვეს.

 

კომენტარები: 2
#2   qaseo
      
I am continually amazed by the amount of information available on this subject. What you presented was well researched and well worded in order to get your stand on this across to all your readers.
kooora koal
31 ოქტომბერი 2022 18:35
#1   amnaseo
      
I am overwhelmed by your post with such a nice topic. Usually I visit your blogs and get updated through the information you include but today’s blog would be the most appreciable. Well done!satta
27 ოქტომბერი 2022 10:01
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი