წყნეთის გზატკეცილის N49 ბ-ს მიმდებარედ დასასვენებელი სივრცე და სპორტული მოედანი მოეწყო
29-09-2022, 12:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში და მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, წყნეთის გზატკეცილის N49 ბ-ს მიმდებარედ ახალი დასასვენებელი სივრცე და სპორტული მოედანი მოეწყო.

 

 

პროექტის შედეგად, 1 200 კვ. მ ფართობზე ბავშვთა-გასართობი ზონა სხვადასხვა
ატრაქციონით განთავსდა, დამონტაჟდა სხვა საპარკო ინფრასტრუქტურა, მოეწყო
სარბენი ბილიკი, კომბინირებული სპორტული მოედანი, ასევე დამონტაჟდა
სავარჯიშო ტრენაჟორები, განათების ბოძები. პროექტის დასკვნით ეტაპზე სკვერი
გამწვანდა.

 


დასრულებულ კეთილმოწყობილ სივრცეში ადგილობრივ მოსახლეობას ვაკის
რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე, საკრებულოს თავმჯდომარე და მაჟორიტარ
დეპუტატთან გიორგი ტყემალაძესთან ერთად შეხვდა.

 


„დავასრულეთ კიდევ ერთი დასასვენებელი და სპორტული სივრცის მოწყობა. ამ
ადგილას არ არსებობდა არც სკვერი, არც სტადიონი. ადგილობრივმა მოსახლეობამ
მოგვმართა თხოვნით, რომ მოგვეწყო დასასვენებელი სივრცე. შესაბამისად,
როდესაც მოხერხდა ამ პროექტის დაგეგმვა, დავიწყეთ სამუშაოები. შედეგად,
კეთილმოწყობილი, მრავალფუნქციური, გამწვანებული სივრცე მივიღეთ, სადაც
სპორტული აქტივობაც, დასვენებაც და ბავშვების გართობაც არის შესაძლებელი“, -
განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა.

 


სამუშაოების განსახორციელებლად გამგეობის ბიუჯეტიდან 346 000 ლარი გამოიყო.
პროექტი, გამგეობის დაკვეთით, შპს „ქუალითიმ“ აწარმოა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი