მესტიის მუნიციპალიტეტში 3 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო
29-09-2022, 20:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

მესტიის მუნიციპალიტეტში 3 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. ბეჩოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მაზერში, მულახის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჭოლაშში და დაბა მესტიაში, 50 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობის პირველი ეტაპი მიმდინარეობს.

 


პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ფინანსდება და მისი ღირებულება შეადგენს 4 707 850 ლარს.

 


პროექტის ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას, რეკრეაციული ზონის და ეზოს კეთილმოწყობას, გასართობი ატრაქციონებით, სათამაშო ქვიშის მოედნებით, საქანელებით, ეზოს სკამებით, სასრიალოებით, საცოცი გასაძრომი კონსტრუქციებით, საჩრდილობელი ფანჩატურებით, ნაგვის ურნებით და სასმელი წყლის შადრევნებით (ე.წ სოკოს).

 


სამივე შენობა ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის.

 


სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში (NAT220014851) გამარჯვებული კომპანია შპს. "ბანი" ასრულებს.

 


ამ ეტაპზე დაწყებულია კოლონა-რიგელების არმირების სამუშაოები. სამუშაოების შესრულების ვადა გახლავთ 18 თვე.

 

 

ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი