ცაგერის მერიის და საკრებულოს მხარდაჭერით, ფრენბურთში ტრადიციული ტურნირი ჩატარდა
30-09-2022, 09:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, ა(ა)იპ ფრენბურთის კლუბის ორგანიზებით და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს მხარდაჭერით, ფრენბურთში სხვადასხვა დაწესებულების გუნდებს შორის ტრადიციული ტურნირი ჩატარდა.

 


შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღეს სახანძრო-სამაშველო სამსახურის, სასპორტო სკოლის, მერიის, საკრებულოს, ფეხბურთის კლუბის და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის გუნდებმა. შეჯიბრება ორ ქვეჯგუფში წრიული სისტემით გაიმართა. ფინალურ შეხვედრაში საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის გუნდმა, რომელიც საჯარო სკოლების პედაგოგებით იყო დაკომპლექტებული, გაიმარჯვა საკრებულოს გუნდთან და მოიპოვა ტურნირის ჩემპიონობა. მეორე ადგილი წილად ხვდა საკრებულოს გუნდს. ხოლო მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა ფეხბურთის კლუბმა. გამარჯვებულ და საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცათ თასები, ფულადი პრიზები და ფასიანი საჩუქრები.

 


ღონისძიებას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნემსაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მათ მოადგილეებთან ერთად.

 

 

ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი