მესტიის მუნიციპალიტეტის ჭუბერის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ყარ-სგურიშში და ჭუბერის ცენტრში ახალი სკოლები აშენდება
30-09-2022, 11:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

მესტიის მუნიციპალიტეტის ჭუბერის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ყარ-სგურიშში და ჭუბერის ცენტრში ახალი სკოლები აშენდება.

 


ამ ეტაპზე ახალი სკოლის სამშენებლო სამუშაოები დაწყებულია ჭუბერის ცენტრში.

 


პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 6 374 538 ლარს შეადგენს.

 


პროექტი ითვალისწინებს 150 მოსწავლეზე გათვლილი ახალი ორსართულიანი სკოლების მშენებლობას, დახურული სპორტული დარბაზების აშენებას, რეკრეაციულ ზონებს და სკოლის ეზოს ტერიტორიის კეთილმოწყობას შემოღობვის გათვალისწინებით.

 


სკოლები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

 

 

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მონოლითური არმირებული იატაკის ფილის და მონოლითური რკინა-ბეტონის რიგელების მონტაჟი.

 


სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული (NAT220014860) კომპანია შპს "ბანი" ასრულებს.

 


ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი