თბილისის მერი რამდენიმე ქალაქის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა
30-09-2022, 17:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


„თბილისობა 2022“-ის ფარგლებში, დედაქალაქს 14 ქალაქის დელეგაცია ეწვია. თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მერიაში ბაქოს მერს ელდარ აზიზოვს, ზაარბრიუკენის მერს უვე კონდრატს დარომის მერის მრჩეველს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ანნის გაბრიელე ფილიპს უმასპინძლა.

 


კახა კალაძემ დელეგაციის წევრებს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ სტუმრებს „თბილისობის“ დღესასწაულისადმი დაგეგმილი ღონისძიებები მოეწონებათ. უცხოელ კოლეგებთან შეხვედრაზე თბილისის მერმა ასევე, დაძმობილებულ ქალაქებთან ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მათ წარმომადგენლებს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

 


„თბილისი ულამაზესი ქალაქია თავისი კულტურით, ტრადიციებით, შენობა-ნაგებობებით. ვცდილობთ, ქალაქში არსებული ინფრასტრუქტურაკიდევ უფრო მოვაწესრიგოთ, გავალამაზოთ ქუჩები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა, ვინც თბილისს ერთხელმაინც ეწვია, შეყვარებულია მასზე და დარწმუნებული ვარ, აქ გატარებული დღეებითქვენც მოგეწონებათ,მოიხიბლებით ქართული კულტურით, სამზარეულოთი და ღვინით, რომლითაც ვამაყობთ. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისა და იმ თანამშრომლობისთვის, რომელიც ჩვენს ქალაქებს შორის არსებობს. დარწმუნებული ვარ, დედაქალაქში ვიზიტით ძალიან ისიამოვნებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 


დედაქალაქის მერმა დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ქალაქებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობასა და სამომავლოდ დაგეგმილ ორმხრივ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.

 


თავის მხრივ, რომის მერიის წარმომადგენელმა, ასევე, ბაქოსა და ზაარბრიუკენის მერებმაკახა კალაძეს თბილისში მოწვევისთვის მადლობა გადაუხადეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი