„ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარე შოთა მალაშხია პრეზიდენტს მიმართავს, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუნარჩუნოს.
ამის შესახებ მალაშხიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მალაშხია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განცხადების შეტანას ხვალ გეგმავს.
„ბატონო პრეზიდენტო, მოგიწოდებთ კიდევ ერთხელ დადგეთ დღევანდელ პოლიტიკურ კონიექტურაზე მაღლა და მიიღოთ სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით მართებული გადაწყვეტილება. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამის ნორმათა საფუძველზე საქართველოს მოქალაქეობა შეუნარჩუნოთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს“, - აცხადებს მალაშხია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.