„თბილისობა 2022“ პირველ და 2 ოქტომბერს სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება
30-09-2022, 17:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


დედაქალაქის მთავარიდღესასწაული - „თბილისობა 2022“პირველ და 2 ოქტომბერს მრავალფეროვანი პროგრამით აღინიშნება. ღონისძიებები რიყის პარკში, ლეღვთახევში, ორბელიანის, გუდიაშვილისა და ევროპის მოედნებზე, ასევე, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართება.


რიყის პარკი

 

1-ელი და 2 ოქტომბერი

11:00 – 22:00 საათი

• ინსტალაციები: სცენის დეკორაცია, კინოჩვენება, აფიშების გამოფენა, ლოგო „თბილისობა 2022“, ფერადი ინსტალაცია და გიგანტური თამაშები;
• გამოფენები;
• კაფე ქიმერიონი;
• საბავშვო კონცერტები, აქტივობები და ატრაქციონები;
• სამეწარმეო ბაზრობა;
• გასტრონომიული ზონა;
• ტკბილეულის ფესტივალი;
• სპორტული აქტივობები;
• ძველი ქართული ფილმების კინოჩვენება(„ვერის უბნის მელოდიები“ (1973), „თოჯინები იცინიან“ (1963), „გრძელი ნათელი დღეები“ (2013), „ბროწეულის ფერი“ (1968), „ფიროსმანი“ (1969). აღნიშნული ფილმები ორი დღის განმავლობაში იტრიალებს ეკრანზე.


2 ოქტომბერი

 

19:00 საათი – „გუფი ლენდის“ კონცერტი.

 


ლეღვთახევი

 

1-ელი და2 ოქტომბერი

11:00 – 20:00 საათი

• თბილისის მეხოტბეების მიმართ მიძღვნილი თემატური ინსტალაციები;
• მსახიობების მიერ შესრულებული სხვადასხვა პერფორმანსები და ძველი თბილისის რეკონსტრუქცია;
• დეკორაციებით გაფორმებული ხეობა და წყალში მოტივტივე ყვავილების თაიგულები;
• წყლის წისქვილი, სანათები და მრავალფეროვანი ინსტალაციები.

 

ორბელიანის მოედანი

 

1-ელი და 2 ოქტომბერი

11:00 – 22:00 საათი

• ინსტალაციები;
• თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები;
• სტენდი „თბილისის განვითარების ისტორია“;
• თბილისური უბანი ათონელზე - (ორი დღის განმავლობაში, ტერიტორია მოეწყობა ძველი თბილისის სტილში, საუკეთესო ტრადიციების გაცოცხლების გზით. პროექტის დეკორირებისას გამოყენებული იქნება თბილისისთვის ტრადიციული თემატიკა, სადარბაზოს, აივნების და სხვა არქიტექტურული და მხატვრული კომპოზიციის გამოყენებით. ორბელიანების სასახლის წინ ტერიტორიაზე წარმოდგენილი ე.წ. თბილისური უბანი. პავილიონის წინ ორი დღის განმავლობაში გაიმართება თეატრალიზებულ კოსტიუმირებული პერფორმანსი;
• საბავშვო-გასართობი დღის კონცერტები;
• საჯარო დისკუსიები და საუბრები თბილისურ ეზოებში;
• სამეწარმეო და კვების ზონები.

19:00 – 22:00 საათი

• მუსიკალური საღამოები - ქართველი შემსრულებლების, ბენდების და ორკესტრის მონაწილეობით.


გუდიაშვილის მოედანი

 

 

11:00 – 22:00 საათი

• ინსტალაციები (მთაწმინდის მთვარე, დიდი გაზეთი, „ვერის უბნის მელოდიები“, ინსტალაცია საპატიო თბილისელები);

დღის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობები:
• ღია კინოთეატრი;
• „თბილისური კაფე“;

19:00 – 22:00 საათი

სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური საღამოები.

 


ევროპის მოედანი

 

 

პირველი ოქტომბერი, 19:30 საათი

• „თბილისობის“ გალაკონცერტი

მუსიკალური წარმოდგენის პრემიერა„უჩინმაჩინის ქუდი“ - გიორგი ერისთავის ცნობილი პიესის მიხედვით. ძველი ვოდევილის პერსონაჟები ახალი სიუჟეტური ხაზით გაერთიანდნენ, სადაც „უჩინმაჩინის ქუდი“ ერთგვარი „დროის მანქანაა“, რომელიც მუსიკის, ქორეოგრაფიის და ვიზუალური ხელოვნების შერწყმით, თბილისის ისტორიაში გვამოგზაურებს მე-19 საუკუნიდან დღემდე.

ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

 

 

სახელმწიფო ცერემონიების სასახლე

 

 

2 ოქტომბერი, 20:00 საათი

 

• ინსტალაციები: დეკორატიული ლოგო „თბილისობა“, სცენის დეკორაცია;
• თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია და მიღება;

„თბილისობა 2022“-ის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში,
სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების
დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომელსაც თეატრალიზებული
წარმოდგენის სახე ექნება. სხვადასხვა მელოდიისა და მუსიკის თანხლებით,
ფერადი გრაფიკით შეიქმნა ვიდეოარტი, სადაც წარმოჩენილია თბილისელების,
მნიშვნელოვანი და საამაყო ადამიანების პორტრეტები, მეცნიერებისა და
კულტურის ბევრი უმნიშვნელოვანესი სახელი და სახე, რაც დამსახურებულად
გამოყოფს ამ საპატიო წოდების დიდ მნიშვნელობას - ადამიანების, რომლებმაც
წარუშლელი კვალი დატოვეს თბილისის ისტორიაზე, განავითარეს და თავიანთი
შემოქმედებით შექმნეს თბილისელი თაობების ეპოქა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი