შოტლანდიის სანაპიროსთან რუსულ წყალქვეშა ხომალდს ეძებენ. ამის შესახებ გამოცემა "ტელეგრაფი" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, რუსული წყალქვეშა ნავი შოტლანდიის ჩრდილოეთ საზღვრებთან 10 დღის წინ შეამჩნიეს. ძებნის ოპერაციაში ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად საფრანგეთისა და კანადის საზღვაო საპატრულო სამსახურის თვითმფრინავებიცაა ჩართული.
"ტელეგრაფი" აღნიშნავს, რომ ლონდონმა მოკავშირეებს დახმარების თხოვნით იმ მიზეზით მიმართა, რომ დიდ ბრიტანეთს თავდაცვის ბიუჯეტის შეკვეცის გამო 2010 წლიდან საზღვაო საპატრულო თვითმფრინავები შეიარაღებაში აღარ აქვს.
გამოცემის თანახმად, ძებნის ოპერაცია თითქმის ერთი კვირაა გრძელდება. ოფიციალური ლონდონი აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.