საქართველოს თავდაცვის მინისტრი სენაკში, II ქვეით ბრიგადაში იმყოფებოდა. ჯუანშერ ბურჭულაძე სამხედროების გეგმიურ სწავლებას დაესწრო, რომლის დასრულების შემდეგაც სამხედროებს პირადად გაესაუბრა.
თავდაცვის მინისტრი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა მომავალი წლის თავდაცვის უწყების ბიუჯეტის მნიშვნელოვან ზრდას და სამხედროებს განუმარტა, რომ ხელფასების მატება განგრძობითი პროცესი იქნება.
როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით „ჯარისკაცზე ზრუნვის“ ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებს ანაზღაურება 2023 წლიდან კიდევ 20%-ით გაეზრდებათ, რომელიც მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. გაზრდილი ბიუჯეტი, პროპორციულად, თავდაცვის უწყების ყველა მიმართულების განვითარებას და გაძლიერებას მოემსახურება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.