კახა კალაძე თბილისში მყოფ დოჰას მერს შეხვდა
01-10-2022, 18:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


თბილისის მერი კახა კალაძე დოჰას მერს, მანსურ აჯრან ალ-ბუაინაინს შეხვდა. „თბილისობა 2022“-ის ფარგლებში, დედაქალაქში 14 ქალაქის დელეგაციის წარმომადგენლები იმყოფებიან.

 

 

კახა კალაძემ დოჰას მერს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ სტუმრებს „თბილისობის“ დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მოეწონებათ. შეხვედრაზე ყურადღებაქალაქებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზეც გამახვილდა.

 

 

„მოხარული ვარ, რომ გამონახეთ დრო და შესაძლებლობა, თბილისში ჩამოსულიყავით.მიხარია, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის ძალიან კარგი ურთიერთობაარსებობს, რაც მისასალმებელია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები გავაღრმაოთ და კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ. მისასალმებელია ყველაფერი ის, რასაც თქვენი ქვეყნისთვის აკეთებთ. მთავარია, ჩვენთან, თბილისში სასიამოვნო დღეები გაატაროთ - ქალაქში, რომელსაც აქვს უდიდესი ტრადიცია და ისტორია.სხვადასხვა პროექტის სახით, ჩვენთან ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება ხორციელდება,რათა ქალაქი კიდევ უფრო კომფორტული, მიმზიდველი და საინტერესო გავხადოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 


თავის მხრივ, დოჰას მერმა თბილისელ კოლეგას გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ქალაქებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა.

 


დედაქალაქის მერი უცხოელ კოლეგებთან ერთად, დღეს ორბელიანის მოედანსა და რიყის პარკშიც იმყოფებოდა, სადაც „თბილისობის“ ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებებს დაესწრო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი