GUARDIAN.GE - ინდონეზიაში, აღმოსავლეთ იავაში ფეხბურთის მატჩის დასრულების შემდეგ ჭყლეტის შედეგად სულ მცირე 129 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 180 დაშავდა - იტყობინება BBC ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი უბედურებაა მათ შორის, რაც კი სტადიონზე მომხდარა.
როგორც BBC იუწყება, ჭყლეტა მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციამ მხარდამჭერების მიმართ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
ქვეყნის უშიშროების მინისტრმა განაცხადა, რომ მაყურებელთა რაოდენობამ სტადიონის ტევადობას დაახლოებით 4000 ადამიანით გადააჭარბა.
პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ ბრძანება გასცა, რომ ინდონეზიის უმაღლეს ლიგაში ყველა მატჩი უნდა შეწყდეს გამოძიების დასრულებამდე.
ვიდეოებში ჩანს, რომ გულშემატკივრები ფინალური სასტვენის შემდეგ მოედანზე გარბიან.
პოლიციამ ამის შემდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, რამაც ხალხის ჭყლეტა და გაგუდვის შემთხვევები გამოიწვია, თქვა ნიკო აფინტამ, პოლიციის ხელმძღვანელმა აღმოსავლეთ იავაში. „სიტუაცია ანარქიაში გადაიზარდა. მათ დაიწყეს ოფიცრებზე თავდასხმა, დააზიანეს მანქანები. გვსურს აღვნიშნოთ, რომ... ყველა არ იყო ანარქიულად განწყობილი. მხოლოდ 3000-მდე შემოვიდა მოედანზე“, - თქვა მან და დასძინა, რომ დაღუპულებს შორის ორი პოლიციელია.
1964 წელს, ლიმაში პერუ-არგენტინის ოლიმპიური თამაშების შესარჩევ მატჩზე ჭყლეტის დროს 320 ადამიანი დაიღუპა და 1000-ზე მეტი დაშავდა.
დიდ ბრიტანეთში, ლივერპულის 97 გულშემატკივარი დაიღუპა 1989 წელს შეფილდის ჰილსბოროს სტადიონზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.