საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით გამართული მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2022“ დასრულდა.
სწავლების დასასრულს სენაკში მედიის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს თავდაცვის მინისტრი შეხვდა და სწავლებაში წარმატებული მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. ჯუანშერ ბურჭულაძემ სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობებში მედიის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილეებს „ღირსეული პასუხი 2022“-ში მონაწილეობისთვის სერტიფიკატები გადასცა.
„ღირსეული პასუხი 2022“ უკვე მეექვსედ ჩატარდა, მასში ტელევიზიებისა და საინფორმაციო სააგენტოების მოქმედი ჟურნალისტები და ოპერატორები, ასევე ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ. ისინი ხუთი დღის განმავლობაში II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე სამხედრო წესით ცხოვრობდნენ. მედიის წარმომადგენლებს ჯარისკაცის „მშრალი ულუფის“ დაგემოვნება, ღამის განგაში და საჰაერო ევაკუაციაც მოუწიათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.