დადგება თქვენი თავების მოჭრის დროც - "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების მუქარა ქართველ ხალხს
23-11-2015, 09:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

"ისლამური სახელმწიფოს" ვიდეომიმართვა ქართველ ხალხს - ტერორისტული დაჯგუფება ინტერნეტში მორიგ ვიდეოს ავრცელებს. ქართულ ენაზე მოსაუბრე პირები ქართველ ქრისტიანებსა და საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებზე საუბრობენ. ისინი მუსლიმებს "ისლამური ხალიფატის" მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ, საქართველოს კი "ხალიფატის" შემოსვლით ემუქრებიან.

 


"მივმართავ საქართველოს ურწმუნოებს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ებრძვიან ისლამს, ვისაც დიდი მონაწილეობა აქვს მიღებული ისლამის საწინააღმდეგოდ - ეს იქნება ერაყში, ეს იქნება ავღანეთში. ყველა თქვენი ცუდი ნამოქმედარის გამო განისჯებით ღმერთის კანონით. ღმერთი ძალიან მკაცრია, აქედან გამომდინარე მოგიწოდებთ გონს მოუხმოთ და შეეშვათ მუსულმანების დევნას. ყველა თქვენი ნამოქმედარი, რომელიც მიმართული იქნება ისლამის წინააღმდეგ, უპასუხოდ არ დარჩება. ყველა არასწორი ადამიანი, ყველა ბოროტმოქმედი, ვინც ისლამის საწინააღმდეგო საქმე ჩაიდინა, ყველა ადამიანი აგებს პასუხს. დადგება სულ მალე თქვენი თავების მოჭრის დროც. თქვენ თვლით, რომ ძალიან შორს ხართ ხალიფატისგან და საქართველოში ვერ მოვაღწევთ, თუმცა, შეგახსენებთ იმ პერიოდს, როდესაც საქართველოში იყო ხალიფატი. იმ პერიოდის ქართველები გაცილებით მეტი ვაჟკაცები იყვნენ, ვიდრე დღევანდელი საქართველოს მაცხოვრებელი ისლამის მტრები, ვინც მართავს სახელწმიფოს და მუსლიმანებს. ეს დრო ძალიან მალე მოვა ღმერთის კანონით, ღმერთის წყალობით", - აცხადებს ერთ-ერთი მებრძოლი.

 


კიდევ ერთი მებრძოლი კი აჭარაში მცხოვრებ მუსლიმ სასულიერო წინამძღოლებს ემუქრება. "დღეს აჭარაში არიან ისლამის წინამძღოლი ე.წ. ხოჯები და მუფთები. თქვენ, დიდი ცოდვა გადევთ კისერზე, რადგან მაგ უბრალო ადამიანებს, რომლებმაც ისლამი არ იციან, თქვენი ლამაზი სიტყვებით უბნევთ გზას, ცდომილებას აჩვენებთ ჭეშმარიტებად, ჭეშმარიტებას კი აჩვენებთ ცდომილებად. თქვენ თვითონ არ ხართ მუსლიმანები, თქვენ თვითონ ხართ ტაჰუტის თაყვანისმცემლები და ეგ ხალხი თქვენ ნაკვალევს მიყვება. ნუთუ არ შეგეშინდებათ ალაჰის, რომელმაც ერთი წვეთი სისხლისგან გაგაჩინათ. მოკვდებით და წარდგებით მის წინაშე. ყოველი თქვენი ნამოქმედარის გამო პასუხისგება მოგიწევთ ალაჰის წინაშე. გეშინოდეთ ალაჰის, ნუ გეშინიათ ბინძური წინამძღოლების, ნუ გეშინიათ მათი ბრძანებების, რომლებსაც თქვენ უყოყმანოდ ასრულებთ", - აცხადებენ მებრძოლები.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი