მოძრაობა „ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ კიდევ ხუთი დეპუტატი - ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე შეუერთდა.
როგორც დღევანდელ ბრიფინგზე მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, საქართველოს პარლამენტში ისინი უკვე ცხრა დეპუტატით იქნებიან წარმოდგენილი, რაც ნიშნავს, რომ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მათ „რიცხოვნობით მესამე პოლიტიკური ჯგუფი“ ეყოლებათ. ამასთან, სუბარმა აღნიშნა, რომ მათ გარეშე უმრავლესობა უკვე აღარ არსებობს, და არც „ქართული ოცნების“ ფრაქციას აღარ აქვს უმრავლესობა „ხალხის ძალის“ გარეშე, რადგნა ქართულ ოცნებაში“ დარჩა 75 დეპუტატი, თუმცა დაამატა, რომ ისინი რჩებიან უმრავლესობაში.
„ფართოვდება მოძრაობის საპარლამენტი შემადგენლობა. კერძოდ, ჩვენს საპარლამენტო გუნდს დაემატება ხუთი პარლამენტარი – ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე. მთლიანობაში ჩვენი მოძრაობა საქართველოს პარლამენტში ცხრა დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. რაც ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში ჩვენ გვეყოლება რიცხოვნობით მესამე პოლიტიკური ჯგუფი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისივე თქვით, მოძრაობა „ხალხის ძალას“ შეუერთდნენ საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ექსპერტები - თამთა მეგრელიშვილი, ზურაბ ქადაგიძე, დავით ქართველიშვილი, თამარ ჩიბურდანიძე, ნუკრი შოშიაშვილი, ოთარ ჭულუხაძე, ნიკა ქობულაძე და იოანე შაიშმელაშვილი.
„თითოეული მათგანი ძალზე ღირებულია ჩვენი მოძრაობისთვის და დარწმუნებული ვართ, ისინი უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანენ იმ მიზნების მიღწევაში, რომელიც ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას და მის სტაბილურ განვითარებას უკავშირდება.
საზოგადოებას გვინდა, ვაცნობოთ, რომ აქტიურად ვმუშაობთ ჩვენი მოძრაობის რეგიონული წარმომადგენლობის გაძლიერებაზე. ჩვენი მიზანია, მოძრაობას შეუერთდნენ წარმომადგენლები ყველა მუნიციპალიტეტიდან, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ, რაზეც საზოგადოებას ინფორმაციას უახლოეს მომავალში მივაწვდით.
დასასრულს მინდა, საზოგადოებას ვაცნობო, სიახლის შესახებ, რომელზეც მინიშნებით გასული კვირების მანძილზე აქტიურად ვსაუბრობდით. ჩვენი მოძრაობის წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ შეიძინა „პოსტ TV“ წილის 52 პროცენტი. ეს გარემოება ხელს შეგვიწყობს სათქმელის საზოგადოებამდე კიდევ უფრო ფართოდ მივიტანოთ.
დღევანდელ ურთულეს გარემოში საქართველოს წარმატებით უზრუნველყოფისა და ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხეების თავიდან აცილების ერთადერთ გზად საზოგადოების სიმართლით აღჭურვა გვესახება. გვჯერა, რომ სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალას ქვეყნის ინტერესების დაცვის საქმეში წინ ვეღარაფერი აღუდგება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მან აღნიშნა, რომ რჩებიან უმრავლესობის წევრებად, თუმცა მათ გარეშე უმრავლესობა უკვე აღარ არსებობს, და არც „ქართული ოცნების“ ფრაქციას აღარ აქვს უმრავლესობა „ხალხის ძალის“ გარეშე.
„უმრავლესობას რაც შეეხება, „ხალხის ძალის“ გარეშე უმრავლესობა უკვე აღარ არსებობს, რადგან „ქართულ ოცნებაში“ დარჩა 75 დეპუტატი. „ქართული ოცნების“ ფრაქციას აღარ აქვს უმრავლესობა „ხალხის ძალის“ გარეშე. ჩვენ ვრჩებით უმრავლესობის წევრებად, თუმცა ჩვენ გარეშე უმრავლესობა უკვე აღარ არსებობს. როცა ოთხი წევრი ვიყავით „ხალხის ძალაში“, მაშინ ჩვენ გარეშე უმრავლესობა არსებობდა. დღეს უკვე ჩვენ გარეშე უმრავლესობა აღარ არსებობს, მაგრამ ჩვენ ვრჩებით უმრავლესობაში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.