„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარეობიდან მისი გადადგომის 0,001%-იც არ არსებობს, რადგან მისი პოსტიდან წასვლა ბიძინა ივანიშვილის ოცნებაა, რომელსაც „ნამდვილად არასდროს ავუხდენ“.
მელიამ ჟურნალისტებს დაბეჯითებით განუმარტა, რომ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან მისი გადადგომის შესახებ ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება.
„ეს არის ბიძინა ივანიშვილის ოცნება, რომელსაც ნამდვილად არასდროს ავუხდენ. არანაირად რეალობას არ შეესაბამება, 0,001 პროცენტიც არ არის ამის ალბათობის. რაც შეეხება განსხვავებულ აზრს, ეს უნდა იყოს პარტიაში და ამით ვამაყობთ. ჩემი თავმჯდომარედ არჩევის პირველივე წუთიდან განსხვავებული აზრი არსებობდა პარტიაში, ეს ნორმალურია და ასე უნდა იყოს. , – განაცხადა მელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.