საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით საქართველო არ გადაუხვევს სტრატეგიული მოთმინების კურსს და დიპლომატიური საშუალებებით შეეცდება პრობლემების დარეგულირებას.
"ქვეყნის უცვლელი კურსია კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება, რაც საზღვრების ურღვეობას, არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებას და ქვეყნის დეოკუპაციის პრინციპებს ემყარება. ამ ასპექტში ძალიან მნიშვნელოვანია დევნილების უსაფრთხოდ დაბრუნება", - განაცხადა მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედ დე-ფაქტო რეჟიმებსაც მიმართა: "ნუ წახვალთ საკუთარი ხალხის სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ, დღეს აფხაზების და ოსების იდენტობის და თვითმყოფადობის ყველაზე მყარ გარანტიას ჩვენი ერთიანობა და ერთად ცხოვრება წარმოადგენს. ამიტომაც თუ თქვენთვის ოდნავ მაინც ძვირფასია აფხაზების, ოსების და ამ ტერიტორებიზე მცხოვრები მოსახლეობის მომავალი, ნუ მოაქცევთ მათ იზოლაციაში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა: "არაღიარება არ ნიშნავს იზოლაციონიზმს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები უნდა ჩავრთოთ ევროკავშირთან ერთობლივ ეკონომიკურ სავაჭრო პროექტებში", -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.