თბილისის მეტრო - მიშა რობაქიძის ფოტო
მგზავრთა ნაკადების მატებასთან დაკავშირებით, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრისა“ და „ვარკეთილის“ ჩასასვლელებში ახალი, დამატებითი ავტომატური საკონტროლო გამშვები პუნქტები -ე.წ. ტურნიკეტები მოეწყობა.
ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„პრობლემურია მეტროსადგურები „ვარკეთილი“ და „ახმეტელისთეატრი“, სადაც ჩასასვლელ-ამოსასვლელი ვერ ატარებს იმ მგზავრების ნაკადს, რომელიც მეტროპოლიტენსგანსაკუთრებით პიკის საათებში იყენებს. ჩვენ ამ მიმართულებით დაწყებული გვაქვს მუშაობა, განსაზღვრულია პრობლემები და ვიცით, რა უნდა გაკეთდეს როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. რასაც ვუყურებთ, მოკლევადიან პერსპეტივაში პრობლემაა ე.წ. ტურნიკეტები, რომელიც ვერ ატარებს პიკის საათში მგზავრთაგაზრდილ ნაკადს.აზიის განვითარების ბანკთან ერთად, ვმუშაობთასევე, რომ მოხდეს „ახმეტელის თეატრის“ მეორე ჩასასვლელის პროექტის დაფინანსება და განხორციელება. ამას გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა, მანამდე, მოკლევადიან პროცესში რაც გასაკეთებელია, ესაა თანამედროვე ავტომატური საკონტროლო გამშვები პუნქტების -ე.წ. ტურნიკეტების პროექტის განხორციელება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მერის თქმით, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრსა“ და „ვარკეთილში“ დღეს გვაქვს შვიდი გასასვლელი, ხოლო ახალი „ტურნიკეტების“ მოწყობის შემთხვევაში, გვექნება ცხრა გასასვლელი, რაც მგზავრთა გამტარუნარიანობას 30%-ით გაზრდის.
„თუ დღეის მდგომარეობით, თითოეულ სადგურს შეუძლიაგაატაროს 6 300 მგზავრი საათში, ახალი „ტურნიკეტების“დაყენების შემთხვევაში, შევძლებთ საათში 8 100მგზავრამდე გავზარდოთ გამტარუნარიანობა. შესაბამისად, პიკის საათებში, ზემოთ დასახელებულ მეტროსადგურებში აღარ გვექნება ზედა ვესტიბიულში რიგები. ეს არის მოკლევადიან პერსპექტივაში პრობლემის მოგვარება. დაახლოებით, ხუთი-ექვსი თვე დასჭირდება ამ პროექტის განხორციელებას. მინდა, დავავალო შესაბამის სამსახურებს, რომ რაც შეიძლება მალე დავიწყოთ ამ პრობლემის მოგვარება, რათა ადამიანებს არ მოუწიოთ გარკვეული დროის განმავლობაში დაყოვნება აღნიშნული მეტროსადგურების ჩასასვლელებში“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ამასთან, კახა კალაძის თქმით, ორი დღის წინ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა გადაყვანის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - დღის განმავლობაში, მგზავრთა ჯამური გადაყვანის რაოდენობა მეტროსა და ავტობუსებში მილიონ ოცდათხუთმეტი ათასი იყო, რაც რეკორდული მაჩვენებელია, როგორც მეტროსთვის, ასევე ავტობუსებისთვის. მისივე განცხადებით, მეტროსშემთხვევაში, განხორციელდა 502 508 მგზავრობა, ავტობუსის შემთხვევაში - 532 076 მგზავრობა.
თბილისის მერმა ასევე იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელიც გასულ კვირას მეტროს პირველი ხაზიდანმეორე ხაზზე გადასასვლელ გვირაბში წარმოქმნილი პრობლემების მოგვარების მიზნით განხორციელდა.
„როგორც იცით, „სადგურის მოედანზე“ ჩვენი თანამშრომლებით დავიწყეთ ნაკადების მართვა, რაც წარმატებით მიმდინარეობს. მინდა, ჩვენს თანამშრომლებს მადლობა გადავუხადო. ძალიან მნიშვნელოვანია ამ საქმის გაგრძელება, განსაკუთრებით, პიკის საათებში, როდესაც ამ სივრცეში ყველაზე მეტი ადამიანი გადაადგილდება. პროცესებს მთელი ერთი კვირის განმავლობაში ვაკვირდებოდით და დღეის მდგომარეობით, გადაადგილების პრობლემა არ შექმნილა. ნაკადების მართვას გავაგრძელებთ, როდესაც მგზავრთა დიდი რაოდენობა მოიყრის თავს „სადგურის მოედნის“ გადასასვლელ გვირაბში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.