დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პედაგოგებს მასწავლებელთა საერთაშორისო დღე მიულოცა და თავიანთ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სწორედ პედაგოგებზეა დამოკიდებული მომავალი თაობის ცოდნა და განათლება.
„მინდა მასწავლებელთა საერთაშორისო დღე მივულოცო ჩვენს პედაგოგებს, ადამიანებს, რომელთა მხრებზეც დგას ჩვენი მომავალი თაობის ცოდნა და განათლება. ზუსტად თქვენზეა დამოკიდებული ჩვენი ხვალინდელი დღე. მინდა გისურვოთ, რომ გაგმართლებოდეთ იმედები და ის შრომა, რომელსაც თითოეული ბავშვის აღზრდაში დებთ. მინდა, წარმატება გისურვოთ ყველას“, - მიმართა კახა კალაძემ პედაგოგებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.