„თბილისობა 2022“-ის ფოტო: თბილისის მერია
თბილისის მერი კახა კალაძე „თბილისობა 2022“-ის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მადლობას უხდის. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„გასულ უქმეებზე ჩვენი დედაქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება - „თბილისობა“ გაიმართა, რომელიც ორწლიანი პაუზის გამო,ყველა სმონატრებული გვქონდა. საკმაოდ საინტერესო და შთამბეჭდავი იყო, უამრავი ადამიანი იყო გამოსული ამ ორი დღის განმავლობაში. მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ. ასევე,მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩემს თანამშრომელს, რომელიც უშულოდ ჩართული იყო ამ ღონისძიებების მოწყობაში და ღამეებს ათენებდა იმისთვის, რომ იქ მისულ ადამიანებს თავი სასიამოვნო გარემოში ეგრძნოთ.ასევე, მადლობას ვუხდი კონცერტებში მონაწილე მუსიკოსებს, მომღერლებს, ტექნიკურ ჯგუფებს; კომპანიებს, ვინც შექმნეს თბილისური გარემო და გააცოცხლეს თბილისური ისტორიები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ასევე, მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, რომლებმაც დედაქალაქში უსაფრთხოების დაცვა უმაღლეს დონეზე უზრუნველყვეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.