თბილისში, ანტონ კათალიკოსის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა დასრულდა
05-10-2022, 13:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


თბილისის განვითარების ფონდმა პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, ანტონ კათალიკოსის ქუჩაზე, N30-N32-ში მდებარე საცხოვრებელი სახლების აღდგენა დაასრულა. ორივე შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს.

 


შესრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

 


„კრწანისის რაიონში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია განხორციელდა. ჩვენ გვაქვს პროექტი - „ახალი ტფილისი“, რომლის ფარგლებშიც, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებას, განახლებასა და რეაბილიტაციას ვახორციელებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, რეაბილიტირდა ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნები, მიმდებარე ქუჩები და ეს ორი შენობა-ნაგებობა, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო. 12 ოჯახი დროებით ქირით გვყავდა გაყვანილი და დღეს ნამდვილად მსიამოვნებს, რომ მათ სრულიად ახალი, განახლებული და გარემონტებული საცხოვრებელი ფართები უბრუნდებათ. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი შენობა-ნაგებობაა უმძიმეს მდგომარეობაში, რომელიც რეაბილიტაციას საჭიროებს. პროექტი გაგრძელდება და ჩვენი პროგრამის ფარგლებში, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქალაქს რაც შეიძლება მეტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი შევუნარჩუნოთ და მოწესრიგებული, გალამაზებული გადავცეთ ჩვენ შვილებსა და მომავალ თაობებს“, -განაცხადა კახა კალაძემ.

 


პროექტის ფარგლებში, კათალიკოსის ქ. N30-შიმდებარე ავარიული შენობის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა შესაბამისი წესების დაცვით განხორციელდა. მოეწყო კომუნიკაციები და ჩატარდა სრული სარემონტო სამუშაოები. ამავე ქუჩისN32-ში არსებული შენობაკი კონსტრუქციულადგამაგრდა, შეიცვალა შიდა და გარე საინჟინრო საკომუნიკაციო ქსელი, აღდგა დაზიანებული სახურავი და მოწესრიგდა წყლის სისტემა, რესტავრაცია ჩაუტარდა აივნებს და მის დეკორატიულ ელემენტებს, ხის დაზიანებული დეტალები შეიცვალა ახალი, ანალოგიური ნაკეთობებით, შენობაში განხორციელდა სრული სარემონტო სამუშაოები და კეთილმოეწყო ეზო.

 


პროექტის განხორციელება 2020 წელს დაიწყო და მისი ბიუჯეტი, დაახლოებით, 2 500 000 ლარია.

 

 

დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერთან ერთად, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი პაპავა, კრწანისის გამგებელი ბექა ოდიშარია, ასევე, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები პარლამენტსა და საკრებულოში - ბექა ოდიშარია და ლევან ჯაფარიძე გაეცნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი